https://sputnik-georgia.com/20241127/siaxleebi-ganatlebis-speroshi-gegmebi-291116842.html
სიახლეები განათლების სფეროში - მთავრობის გეგმა
სიახლეები განათლების სფეროში - მთავრობის გეგმა
Sputnik საქართველო
სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" 2025-2028 წლებზეა გათვლილი, 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T22:00+0400
2024-11-27T22:00+0400
2024-11-27T22:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24438/99/244389999_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_1e21b8877f5697f7ef7fb0631d61774b.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბილინგვური საბავშვო ბაღები, სასკოლო პროგრამის გადახედვა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების გაზრდა - ეს იქნება განათლების სექტორის პრიორიტეტული მიმართულებები.სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" 2025-2028 წლებზეა გათვლილი, განათლების სფეროს განვითარება კი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია.საქართველოს მთავრობა აპირებს მოიცვას განათლების ყველა სფერო - სკოლამდელიდან უმაღლეს განათლებამდე.კერძოდ, სკოლამდელი განათლების სფეროში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება და ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის აშენება/გარემონტება.გარდა ამისა, იგეგმება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის დაწყება, რაც შესაძლებელს გახდის განათლების ხარისხის ერთიან სტანდარტამდე მიყვანას და პერსონალის კვალიფიკაციის განსაზღვრას.ასევე იგეგმება საბავშვო ბაღებში სასკოლო პროგრამის გაძლიერება და სკოლამდელი განათლების ახალი დივერსიფიცირებული მოდელის დანერგვა. მთავრობა ასევე აპირებს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.რაც შეეხება სასკოლო განათლებას, მთავრობა გეგმავს სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების სრულ განახლებას და ახალი სისტემის დანერგვას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასკოლო მოსწრება უნივერსიტეტებში ჩაბარებისას.ამასთან, სკოლებში სამედიცინო კაბინეტები და სოცმუშაკების კაბინეტები დამონტაჟდება. ასევე შემუშავდება მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მექანიზმი.სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბილინგვურ სისტემას არაქართულენოვანი ჯგუფებისა და სექტორებისთვის, ასეთი სისტემა სავალდებულო გახდება ყველა აკრედიტებული სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის.რეფორმა ასევე შეეხება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. კერძოდ, იგეგმება განათლების დაფინანსების საკითხის გაზრდა და გადახედვა, ასევე შრომის ბაზრისთვის პრიორიტეტული პროგრამების განსაზღვრა.გარდა ამისა, იგეგმება საზღვარგარეთ ახალგაზრდების გადამზადების სახელმწიფო დაფინანსების კვოტის გასამმაგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24438/99/244389999_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_458d0283ed58956c43babb0860280d57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
სიახლეები განათლების სფეროში - მთავრობის გეგმა
სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" 2025-2028 წლებზეა გათვლილი,
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბილინგვური საბავშვო ბაღები, სასკოლო პროგრამის გადახედვა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების გაზრდა - ეს იქნება განათლების სექტორის პრიორიტეტული მიმართულებები.
სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" 2025-2028 წლებზეა გათვლილი, განათლების სფეროს განვითარება კი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია.
საქართველოს მთავრობა აპირებს მოიცვას განათლების ყველა სფერო - სკოლამდელიდან უმაღლეს განათლებამდე.
კერძოდ, სკოლამდელი განათლების სფეროში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება და ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის აშენება/გარემონტება.
გარდა ამისა, იგეგმება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის დაწყება, რაც შესაძლებელს გახდის განათლების ხარისხის ერთიან სტანდარტამდე მიყვანას და პერსონალის კვალიფიკაციის განსაზღვრას.
ასევე იგეგმება საბავშვო ბაღებში სასკოლო პროგრამის გაძლიერება და სკოლამდელი განათლების ახალი დივერსიფიცირებული მოდელის დანერგვა.
მთავრობა ასევე აპირებს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.
რაც შეეხება სასკოლო განათლებას, მთავრობა გეგმავს სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების სრულ განახლებას და ახალი სისტემის დანერგვას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასკოლო მოსწრება უნივერსიტეტებში ჩაბარებისას.
ამასთან, სკოლებში სამედიცინო კაბინეტები და სოცმუშაკების კაბინეტები დამონტაჟდება. ასევე შემუშავდება მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მექანიზმი.
სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბილინგვურ სისტემას არაქართულენოვანი ჯგუფებისა და სექტორებისთვის, ასეთი სისტემა სავალდებულო გახდება ყველა აკრედიტებული სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის.
რეფორმა ასევე შეეხება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. კერძოდ, იგეგმება განათლების დაფინანსების საკითხის გაზრდა და გადახედვა, ასევე შრომის ბაზრისთვის პრიორიტეტული პროგრამების განსაზღვრა.
გარდა ამისა, იგეგმება საზღვარგარეთ ახალგაზრდების გადამზადების სახელმწიფო დაფინანსების კვოტის გასამმაგება.