https://sputnik-georgia.com/20241127/miqanadze-evroparlamentarebi-tavs-saqartvelos-megobrad-warmoachens-291112802.html
მიქანაძე: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი თავს საქართველოს მეგობრად ასაღებს
მიქანაძე: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი თავს საქართველოს მეგობრად ასაღებს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, პეტრას აუსტრევიჩუსმა და მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია... 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T18:52+0400
2024-11-27T18:52+0400
2024-11-27T18:52+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291110088_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_74de3410c722bda10cef4d7848a6d55d.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი თავს საქართველოს მეგობრად ასაღებს, რეალურად კი ისინი მხოლოდ აზიანებენ ქვეყანას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, პეტრას აუშტრევიჩუსმა და მარკეტა გრეგოროვამ გუშინ სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერ ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.უფრო მეტიც, ისინი დაინტერესებული არიან, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, დასძინა დეპუტატმა.„ისინი მხარეს წარმოადგენენ. ეს არასოდეს არც დაუმალავთ და პირდაპირ წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებენ, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე", - განაცხადა მიქანაძემ.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი მათ სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ ჯანსაღი აზრის და სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ღიად და ხმამაღლა აცხადებენ, რომ არ შეიძლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იმ ფორმით, რასაც ევროპარლამენტი ცდილობს წლების განმავლობაში.მიქანაძის თქმით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა და უფრო ინტენსიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოსთან ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით.26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეღიარებინა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება, ასევე აერჩია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291110088_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0d61b65f3e6e6f1001a6b55ea04d8277.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მიქანაძე: ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი თავს საქართველოს მეგობრად ასაღებს
ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, პეტრას აუსტრევიჩუსმა და მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი თავს საქართველოს მეგობრად ასაღებს, რეალურად კი ისინი მხოლოდ აზიანებენ ქვეყანას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, პეტრას აუშტრევიჩუსმა და მარკეტა გრეგოროვამ გუშინ სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერ ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრებად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს, აკეთებენ ყველაფერს, რათა გაამყარონ და რაღაც ფორმით აცოცხლონ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული დღის წესრიგი", - განაცხადა მიქანაძემ.
უფრო მეტიც, ისინი დაინტერესებული არიან, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, დასძინა დეპუტატმა.
„ისინი მხარეს წარმოადგენენ. ეს არასოდეს არც დაუმალავთ და პირდაპირ წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებენ, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე", - განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი მათ სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ქვეყნის შიგნით და ეს ქვეყნის გარეთაც მილევად რეჟიმშია. მათ ერთსა და იმავე ოდიოზურ ფიგურებთან აქვთ კომუნიკაცია", - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ ჯანსაღი აზრის და სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ღიად და ხმამაღლა აცხადებენ, რომ არ შეიძლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იმ ფორმით, რასაც ევროპარლამენტი ცდილობს წლების განმავლობაში.
მიქანაძის თქმით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა და უფრო ინტენსიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოსთან ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეღიარებინა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება, ასევე აერჩია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.
პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.