https://sputnik-georgia.com/20241127/ganatlebis-saministro-braldebebs-pasuxobs-291106258.html
განათლების სამინისტრო ცენზურის შესახებ ბრალდებებს ეხმაურება
განათლების სამინისტრო ცენზურის შესახებ ბრალდებებს ეხმაურება
Sputnik საქართველო
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება" 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T14:17+0400
2024-11-27T14:17+0400
2024-11-27T14:17+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663185_0:203:2992:1886_1920x0_80_0_0_8e4df3f3a19687d9da6f9b46914e55e4.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროგრამა უცვლელი რჩება, შეიცვალა მხოლოდ ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე ჩასაბარებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი, განაცხადეს განათლების სამინისტროში ცენზურაზე ბრალდებების პასუხად.განათლების სამინისტროს მხრიდან ცენზურის შესახებ ბრალდებები სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს ზოგიერთი ქართველი მწერლისა და პოეტის ნაწარმოებები. სოციალური ქსელის მომხმარებლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ პროგრამიდან ამოღებულ იქნა პატრიოტიზმის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ქართველი ხალხის სულისკვეთების გამომხატველი ნაწარმოებები.თუ რომელიმე ნაწარმოები საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში ვერ მოხვდა, არ ნიშნავს რომ იგი სკოლებში აღარ ისწავლება, განაცხადეს უწყებაში.„მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი.სამინისტრო აპირებს აღნიშნულ ჯგუფს შესთავაზოს, რომ სავალდებულო პროგრამაში ჩართოს ყველა ის ნაწარმოები, რომელიც ამოღებული იქნა და ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან მთლიანად მოღებულია პაოლო იაშვილის პოეზია, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა", ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონი" და პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი", „ჩემო კალამო", „პასუხის პასუხი", გრიგოლ ორბელიანის „პასუხი შვილთა" და სხვა პატრიოტული ხასიათის ლექსები, პოემები და მოთხრობები.როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ცვლილებები საჭირო გახდა იმიტომ, რომ „დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663185_295:0:2962:2000_1920x0_80_0_0_d30ab514b6e601a76cc42a3b2d9bb7d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების სამინისტრო ცენზურის შესახებ ბრალდებებს ეხმაურება
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება"
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროგრამა უცვლელი რჩება, შეიცვალა მხოლოდ ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე ჩასაბარებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი, განაცხადეს განათლების სამინისტროში ცენზურაზე ბრალდებების პასუხად.
განათლების სამინისტროს მხრიდან ცენზურის შესახებ ბრალდებები სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს ზოგიერთი ქართველი მწერლისა და პოეტის ნაწარმოებები. სოციალური ქსელის მომხმარებლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ პროგრამიდან ამოღებულ იქნა პატრიოტიზმის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ქართველი ხალხის სულისკვეთების გამომხატველი ნაწარმოებები.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
თუ რომელიმე ნაწარმოები საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში ვერ მოხვდა, არ ნიშნავს რომ იგი სკოლებში აღარ ისწავლება, განაცხადეს უწყებაში.
„მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი.
სამინისტრო აპირებს აღნიშნულ ჯგუფს შესთავაზოს, რომ სავალდებულო პროგრამაში ჩართოს ყველა ის ნაწარმოები, რომელიც ამოღებული იქნა და ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან მთლიანად მოღებულია პაოლო იაშვილის პოეზია, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა", ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონი" და პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი", „ჩემო კალამო", „პასუხის პასუხი", გრიგოლ ორბელიანის „პასუხი შვილთა" და სხვა პატრიოტული ხასიათის ლექსები, პოემები და მოთხრობები.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ცვლილებები საჭირო გახდა იმიტომ, რომ „დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა".