ბათუმმა ტურიზმის კიდევ ერთი „ოსკარი“ მოიპოვა

© photo: press-service Georgia Tourism Administration ბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
2019 წლიდან დღემდე ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ მოიპოვა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბათუმი Travel Awards-ის გალა-ცერემონიაზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი"
ტურიზმის „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია 24 ნოემბერს პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გაიმართა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).
ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები.
2019 წლიდან დღემდე ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ მოიპოვა.
2023 წელს ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა-ცერემონიას უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარის“ საიუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0