https://sputnik-georgia.com/20241126/saqartvelo-airbus-helicopterssam-vertmprens-ikenebs-samashvelo-operaciebshi-291092956.html
საქართველო სამაშველო ოპერაციებში უკვე იყენებს Airbus Helicopters-ის სამ ვერტმფრენს
საქართველო სამაშველო ოპერაციებში უკვე იყენებს Airbus Helicopters-ის სამ ვერტმფრენს
Sputnik საქართველო
გომელაურის თქმით, შვეულმფრენები მრავალფუნქციურია და სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T19:44+0400
2024-11-26T19:44+0400
2024-11-26T20:38+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/05/286114363_0:234:3072:1962_1920x0_80_0_0_abefbc1a46ed63b68a8b1abcfae8a9c5.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სარგებლობს ფრანგულ-გერმანული კომპანია Airbus Helicopters-ის H145 ტიპის სამი შვეულმფრენით, რომლებიც განკუთვნილია სამაშველო ოპერაციებისთვის, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.შსს-სა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. პირველი ბორტი ქართულმა მხარემ 2024 წლის მარტში მიიღო, მეორე მაისში, მესამე კი ივნისში. შვეულმფრენების ჯამურმა ღირებულებამ 26,5 მილიონ ევრო შეადგინა.თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი Airbus Helicopters-ის ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.მსგავსი ვერტმფრენები წარმატებით გამოიყენება პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მიერ გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.სამაშველო ვერტმფრენებისაქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ საზღვრის დაცვის ფუნქციებს და მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.სამაშველო ვერტმფრენების საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.სამაშველო ვერტმფრენების საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი კურორტ შოვის ტრაგედიის შემდეგ - შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საქართველოს სახალხო დამცველმა ტრაგედიის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა იმ ტექნიკური საშუალებების ნაკლებობა, რომლებიც მსგავს კრიზისებთან გასამკლავებლად არის საჭირო.სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში გამოიყენება შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული ვერტმფრენები МИ-8, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური სამაშველო მოწყობილობა. სწორედ აღნიშნული ვერტმფრენები იყვნენ ჩართული შოვში სამაშველო ოპერაციებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/05/286114363_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7c15027c03059ab14fb914acef97a1e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო სამაშველო ოპერაციებში უკვე იყენებს Airbus Helicopters-ის სამ ვერტმფრენს
19:44 26.11.2024 (განახლებულია: 20:38 26.11.2024) გომელაურის თქმით, შვეულმფრენები მრავალფუნქციურია და სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სარგებლობს ფრანგულ-გერმანული კომპანია Airbus Helicopters-ის H145 ტიპის სამი შვეულმფრენით, რომლებიც განკუთვნილია სამაშველო ოპერაციებისთვის, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
„გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეისყიდა და სარგებლობს „H 145“-ის სამი ბორტით, შვეულმფრენები არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით“, - განაცხადა გომელაურმა.
შსს-სა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. პირველი ბორტი ქართულმა მხარემ 2024 წლის მარტში მიიღო, მეორე მაისში, მესამე კი ივნისში. შვეულმფრენების ჯამურმა ღირებულებამ 26,5 მილიონ ევრო შეადგინა.
თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი Airbus Helicopters-ის ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.
მსგავსი ვერტმფრენები წარმატებით გამოიყენება პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მიერ გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ საზღვრის დაცვის ფუნქციებს და მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.
სამაშველო ვერტმფრენების საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სამაშველო ვერტმფრენების საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი კურორტ შოვის ტრაგედიის შემდეგ - შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საქართველოს სახალხო დამცველმა ტრაგედიის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა იმ ტექნიკური საშუალებების ნაკლებობა, რომლებიც მსგავს კრიზისებთან გასამკლავებლად არის საჭირო.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში გამოიყენება შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული ვერტმფრენები МИ-8, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური სამაშველო მოწყობილობა. სწორედ აღნიშნული ვერტმფრენები იყვნენ ჩართული შოვში სამაშველო ოპერაციებში.