https://sputnik-georgia.com/20241125/ramden-mzgols-gaunulda-martvis-mowmobaze-daricxuli-qulebi-291064684.html
რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?
რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?
Sputnik საქართველო
თბილისში მართვის მოწმობა 52 მძღოლს ჩამოერთვა. 25.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-25T13:00+0400
2024-11-25T13:00+0400
2024-11-25T13:00+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_0:119:2000:1244_1920x0_80_0_0_b99fddd29f2f03f0505bcb1e47b2268a.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 120 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, რადგანაც მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 100-ქულიანი წლიური ლიმიტი ამოწურეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები დაკარგა 250.026 მძღოლმა, საიდანაც ქულების ლიმიტი სრულად ამოწურა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევმა 120-მა პირმა.ამ მხრივ ლიდერობს თბილისი, სადაც მართვის მოწმობა 52 მძღოლს ჩამოერთვა. ამასთან, დედაქალაქში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე მეტი დარღვევა, რაც ქულების კლებას ითვალისწინებს.მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებს დაზოგვა მოახერხა 1,2 მილიონმა მძღოლმა. ამათგან ყველაზე მეტი მძღოლი, რომლებსაც არც ერთი ქულა არ ჩამოკლებია, თბილისშია – დაახლოებით 418 ათასი. მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, სადაც თითქმის 196,3 ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა 100 ქულა შეინარჩუნა, მესამეზე კი ქვემო ქართლის რეგიონია (132,8 ათასი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_92:0:1909:1363_1920x0_80_0_0_5347439dbf288033d7e87cf3919d9115.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენ მძღოლს გაუნულდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები?
თბილისში მართვის მოწმობა 52 მძღოლს ჩამოერთვა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 120 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, რადგანაც მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 100-ქულიანი წლიური ლიმიტი ამოწურეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.
შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები დაკარგა 250.026 მძღოლმა, საიდანაც ქულების ლიმიტი სრულად ამოწურა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევმა 120-მა პირმა.
ამ მხრივ ლიდერობს თბილისი, სადაც მართვის მოწმობა 52 მძღოლს ჩამოერთვა. ამასთან, დედაქალაქში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე მეტი დარღვევა, რაც ქულების კლებას ითვალისწინებს.
მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებს დაზოგვა მოახერხა 1,2 მილიონმა მძღოლმა. ამათგან ყველაზე მეტი მძღოლი, რომლებსაც არც ერთი ქულა არ ჩამოკლებია, თბილისშია – დაახლოებით 418 ათასი. მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, სადაც თითქმის 196,3 ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა 100 ქულა შეინარჩუნა, მესამეზე კი ქვემო ქართლის რეგიონია (132,8 ათასი).