ახალ მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრი იქნება: საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით სონღულაშვილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მინისტრობის სამი ახალი კანდიდატის წარდგენამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს - ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს და ოთარ შამუგიას აღნიშნულ თანამდებობებზე გაწეული მუშაობისთვის.
„თითოეულმა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული სამუშაოსთვის... თითოეული მათგანი მუშაობას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე გააგრძელებს“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა მე-11 მოწვევის პარლამენტს დასამტკიცებლად ორშაბათს, მას შემდეგ წარედგინება, რაც ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობა მოხდება.
ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე.
ყველა ახალი ამბავი
0