https://sputnik-georgia.com/20241124/ziritadi-dargvevebi-saqartvelos-gzebze-291061359.html
ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე
ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა 24.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-24T10:00+0400
2024-11-24T10:00+0400
2024-11-24T10:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250192922_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_2ed2ad0c8dea06ab37d2910be038791b.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 3,3 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს1. სიჩქარის გადაჭარბებასაქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 1.290,890 ჯარიმა - ჯარიმის ოდენობა 50 ლარს შეადგენს.2. პარკირების წესების იგნორირებამეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.ასეთი დარღვევისთვის 2024 წლის ცხრა თვეში გამოიწერა 786.710 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 10 ლარს შეადგენს, თბილისში კი 50 ლარს.3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვამესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.ასეთი 421.032 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.4. მოძრაობა საავტობუსე ზოლშიმეოთხე ადგილზეა ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობა, რომლებიც საქართველოს ქალაქებშია მოწყობილი. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სულ 142.217 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა 100 ლარია.5. ტექდათვალიერების არარსებობადარღვევების ხუთეულში ბოლო ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 116.456 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 50 ლარს შეადგენს.ვიდეოჯარიმებიდაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.საერთო ჯამში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,5 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა, მათგან 1,2 მლნ - თბილისში. საანგარიშო პერიოდში საერთო ჯამში 147,9 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250192922_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_316265f7d0db30b5d7de9003308af108.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 3,3 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 1.290,890 ჯარიმა - ჯარიმის ოდენობა 50 ლარს შეადგენს.
2. პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2024 წლის ცხრა თვეში გამოიწერა 786.710 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 10 ლარს შეადგენს, თბილისში კი 50 ლარს.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 421.032 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
4. მოძრაობა საავტობუსე ზოლში
მეოთხე ადგილზეა ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობა, რომლებიც საქართველოს ქალაქებშია მოწყობილი. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სულ 142.217 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა 100 ლარია.
5. ტექდათვალიერების არარსებობა
დარღვევების ხუთეულში ბოლო ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 116.456 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 50 ლარს შეადგენს.
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,5 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა, მათგან 1,2 მლნ - თბილისში. საანგარიშო პერიოდში საერთო ჯამში 147,9 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა.