https://sputnik-georgia.com/20241123/komitetebis-tavmjdomareebis-nawili-axal-parlamentsi-tanamdebobebs-seinarcunebs-mdinaraze-291053930.html
კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილი ახალ პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებს - მდინარაძე
კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილი ახალ პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებს - მდინარაძე
Sputnik საქართველო
დღეისათვის ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდება 23.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-23T14:17+0400
2024-11-23T14:17+0400
2024-11-23T14:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილი საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. სხდომაზე იქნება განხილული ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებების აღიარების საკითხი და აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.დღეისათვის ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება. დანარჩენი კანდიდატები სხდომაზე დასახელდებიან.პაპუაშვილი: 25 ნოემბერს ყველა იხილავს ოპოზიციის სამარცხვინო, უღირს სახეს>>ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა, არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადა. კოალიციებმა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ -განაცხადეს, რომ უარს აცხადებენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ ამჯობინეს თავშეკავებული ფორმულირება, რომ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.როდის აირჩევენ საქართველოს ახალ პრეზიდენტს - პაპუაშვილი >>12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილი ახალ პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებს - მდინარაძე
დღეისათვის ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდება
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილი საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. სხდომაზე იქნება განხილული ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებების აღიარების საკითხი და აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.
„ორშაბათს დილით მოგვიწევს, რომ დავასახელოთ კომიტეტის ხელმძღვანელები, საპარლამენტო ლიდერები, ვიცე-სპიკერები და ა.შ. რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ, გვექნება გარკვეული სიახლეებიც, რა თქმა უნდა”, - აღნიშნა მდინარაძემ.
დღეისათვის ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება. დანარჩენი კანდიდატები სხდომაზე დასახელდებიან.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა, არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადა. კოალიციებმა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ -განაცხადეს, რომ უარს აცხადებენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ ამჯობინეს თავშეკავებული ფორმულირება, რომ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.