https://sputnik-georgia.com/20241122/rodis-airceven-saqartvelos-axal-prezidents-papuasvili-291046226.html
როდის აირჩევენ საქართველოს ახალ პრეზიდენტს - პაპუაშვილი
როდის აირჩევენ საქართველოს ახალ პრეზიდენტს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. 22.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-22T16:25+0400
2024-11-22T16:25+0400
2024-11-22T16:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284442634_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_87a13c9f43acd8a315a055af6854666b.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღის დადგენიდან მომავალ კვირაში შექმნის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. მომდევნო პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში იმართება ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო კოლეგიაში შედის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დანარჩენი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს არჩევნებში მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც ადგენს ცესკო.არჩევის წესები„არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს - 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა“, - განმარტა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისა.საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.არჩევნების პირველი ან მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ ვერ შეძლო საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, 30 დღის ვადაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები.საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება დაიკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რომელიმე საქმიანობისთვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284442634_349:0:3078:2047_1920x0_80_0_0_cbfe93c7bcf2b7b8a5fe3a1b1f3d421a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
როდის აირჩევენ საქართველოს ახალ პრეზიდენტს - პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღის დადგენიდან მომავალ კვირაში შექმნის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. მომდევნო პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
„თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში იმართება ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.
პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო კოლეგიაში შედის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დანარჩენი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს არჩევნებში მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც ადგენს ცესკო.
„არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს - 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა“, - განმარტა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისა.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
არჩევნების პირველი ან მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ ვერ შეძლო საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, 30 დღის ვადაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება დაიკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რომელიმე საქმიანობისთვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.