https://sputnik-georgia.com/20241123/56-wlis-qartvel-qals-germaniasi-patimroba-miesaja-291057337.html
56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში პატიმრობა მიესაჯა
56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
ქალმა თავისი ბიზნეს-საქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა. 23.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-23T20:03+0400
2024-11-23T20:03+0400
2024-11-23T20:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/01/250223254_444:537:3130:2048_1920x0_80_0_0_faaf67f5f2ac57824a2686611a5a6dff.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში ქართველების არალეგალურად შეყვანისთვის პატიმრობა მიესაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გერმანიაში ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო. მან ნიურნბერგის სასამართლოში აღიარა, რომ თავისი ბიზნეს-საქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა.გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შექმნა ე.წ. სრული პაკეტის ტიპის სერვისი, რომელიც მოიცავდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ფრენების ორგანიზებასა და სამუშაო ადგილების მოძიებას. თითოეული ადამიანისთვის აღნიშნული მომსახურების საფასური 150-200 ევროს შეადგენდა.საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი, ნიურნბერგის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც არალეგალების დასაქმებაში მიიღო მონაწილეობა. მას 15,6 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/01/250223254_870:353:3130:2048_1920x0_80_0_0_109568bf1cb096bde3f120822c052bfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , შემთხვევები
56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში პატიმრობა მიესაჯა
ქალმა თავისი ბიზნეს-საქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში ქართველების არალეგალურად შეყვანისთვის პატიმრობა მიესაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გერმანიაში ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო. მან ნიურნბერგის სასამართლოში აღიარა, რომ თავისი ბიზნეს-საქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შექმნა ე.წ. სრული პაკეტის ტიპის სერვისი, რომელიც მოიცავდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ფრენების ორგანიზებასა და სამუშაო ადგილების მოძიებას. თითოეული ადამიანისთვის აღნიშნული მომსახურების საფასური 150-200 ევროს შეადგენდა.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი, ნიურნბერგის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც არალეგალების დასაქმებაში მიიღო მონაწილეობა. მას 15,6 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.