საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ანაზღაურებას უზრდის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2024
გამოწერა
ლობისტური კომპანიის მოვალეობებში შედის მუშაობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებაზე.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა აშშ-ს ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხები გაიზრდება, ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
კომპანიის მომსახურების დაფინანსებაზე 2024 წლისთვის 480.000 აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, ცვლილებების მიხედვით კი თანხა 485.312 დოლარამდე იზრდება, ხოლო დამატებული 5.312 დოლარი ლობისტური კომპანიის წარმომადგენლების სამივლინებო ხარჯებს მოხმარდება.
თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, რომელიც კომპანიას შესაბამის თანხას გადაუხდის.
ლობისტურ კომპანიასთან პირველი კონტრაქტი 2018 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად ახლდება. Chartwell Strategy Group-ის მომსახურებაზე თავდაპირველი კონტრაქტი მოიცავდა 65.000 დოლარს თვეში, მოგვიანებით ის შემცირდა 40.000 დოლარამდე შემცირდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ქირაობს კომპანიას აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის დახმარების სანაცვლოდ.
შეთანხმების თანახმად, ლობისტმა უნდა იმუშაოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებაზე, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კონგრესთან და ამერიკის ადმინისტრაციასთან კავშირების დამყარებაში, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერას ზრდიან.
გარდა ამისა, ლობისტი იმუშავებს აშშ-დან საქართველოში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე და ამერიკულ და მსოფლიო მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0