დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ნოემბერი

© photo: Sputnikმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 20 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
თვითორგანიზაციის, სიცხადისა და პუნქტუალობის დღეა, ამიტომ ის წაადგება მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვას და რუტინულ საქმიანობას. ეცადეთ, ხელმძღვანელობას თვალში არ მოეჩხიროთ – დღეს ზედმეტად მომთხოვნი შეიძლება იყვნენ. ზოგადად, კარგი დღეა ყველაფრის მოსაწესრიგებლად – საკუთარი ფიქრებიდან და გრძნობებიდან დაწყებული, სამუშაო საკითხებით დამთავრებული.
ვერძი: შესანიშნავი დღეა. ყოველ წუთს ახალი და ახალი ძალები გემატებათ. ნებისმიერი საქმე იოლად და წარმატებით გამოგდით. განსაკუთრებით იღბლიანი პერიოდია დღის მეორე ნახევარი. მაგრამ ნუ მოდუნდებით და ხვალინდელი დღეც გაიხსენეთ, რათა მცირე უსიამოვნებები არ შეგხვდეთ. კარგი დღეა ფინანსური ინვესტიციებისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის.
ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ის, რაც თქვენს ცნობიერებაში ხდება, გარემო სივრცეში აისახება. დროა, იმუშაოთ, დაფიქრდეთ ახალ იდეებზე, რადგან ისინი მომავალში კარგი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. მაგრამ საკუთარი გეგმები არავის გაანდოთ. ეცადეთ, მოერიდოთ ახალ ადამიანებს გარშემო, მათ თავისდაუნებურად, შესაძლოა, მომავალში ხელი შეგიშალონ. დღის მეორე ნახევარში მაღალია ტრავმების ალბათობა, ამიტომ იფრთხილეთ.
ტყუპი: დღეს ტყუპებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. ფრთხილად იყავით, არის ტრავმების მიღების ალბათობა. თუ თქვენზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან, ტაქტიანად გაეცალეთ ვითარებას, რჩევები არ მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის დანაკარგის ალბათობა. ასევე არ ღირს ახალი ადამიანების გაცნობა. საქმიან სფეროში არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დოკუმენტებს არ მოაწეროთ ხელი.
კირჩხიბი: დღეს რასაც გააკეთებთ, მხოლოდ შეუპოვრობისა და დიდი ძალისხმევის წყალობით მიაღწევთ. ეცადეთ, სწორად და ზედმეტი ემოციების გარეშე შეაფასოთ შექმნილი ვითარება. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების, მსხვილი საყიდლებისა და არასტანდარტული, რისკთან დაკავშირებული კომერციული გადაწყვეტილებებისთვის. ქალ კირჩხიბებს დამაინტრიგებელი პაემანი ელოდება, შესაძლოა, ახალი ურთიერთობები დაიწყოს, ან ძველი განახლდეს, ხოლო მამაკაცებს ადრე დაუსრულებელი პრობლემები შეაწუხებს.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
ლომი: ფულთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გაღიზიანებთ და უსიამოვნო ემოციებს იწვევს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ ცდუნებებს, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ უკან დასახევი გზა არ მოიტოვოთ. დღის მეორე ნახევარში არის ჯანმრთელობის პრობლემების საფრთხე, ამიტომ ყურადღებით იყავით და პირველივე სიმპტომებისას მიხედეთ თავს, რათა დაავადება სერიოზულად არ გართულდეს.
ქალწული: დღეს ძალისხმევა მიმართეთ იმისკენ, რომ გარშემომყოფებთან საერთო ენა გამონახოთ. ამისთვის, შესაძლოა, გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. არ ღირს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ზედმეტი აქტიურობის გამოჩენა. ფინანსური მდგომარეობა, შესაძლოა, გაუარესდეს. ამიტომ გადახედეთ თქვენს ფინანსებს, ხარჯებს და შემდეგი დღეების გეგმა შეადგინეთ. თუ საჭიროა, დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.
სასწორი: წინააღმდეგობებით სავსე დღეა. ურთიერთობებში აუხსნელი დაძაბულობაა – რატომღაც თქვენი ძალიან ახლობლებსაც კი სხვანაირად ესმით, მოსალოდნელია სერიოზული კონფლიქტი. პროფესიული მოვალეობები თქვენი გამოცდილების მიხედვით და გონივრულად შეასრულეთ. რამის ყიდვისას ყურადღებით იყავით, რომ არ მოგატყუონ. ასაკოვანმა სასწორებმა ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მორიელი: კარგი დღეა პიკნიკების, ლაშქრობისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმისთვის, ასევე შემოქმედებისა და მეცნიერული მოღვაწეობისთვის. დღეს მოულოდნელი ნაცნობობა, შესაძლოა, მომავალში მტკიცე სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. შესაძლოა, გაიგოთ ახალი ამბავი, რომელიც ცხოვრების ახალ გზაზე გაგიყვანთ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.
მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ თქვენი საქმიანობის შედეგების ობიექტურად შეფასებას, ასევე იმ სიტუაციის, რომელშიც ამ საქმიანობის შედეგად აღმოჩნდით. დღევანდელმა მოვლენებმა, დიდი ალბათობით, თქვენს წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი. მთავარია, გწამდეთ გამარჯვების და შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.
თხის რქა: ძალზე მაღალია მამაკაცი თხის რქების სასიცოცხლო ძალები. პიკს აღწევს ინტუიციური შესაძლებლობები, სექსუალური მომხიბვლელობა, ლიდერის თვისებები, მაგრამ იფრთხილეთ, რადგან მოშურნეებმა, შესაძლოა, გზაზე დაბრკოლებები შეგიქმნან. გააძლიერეთ პოზიციები და გვერდით დაიყენეთ სანდო ადამიანები. ქალები კი ურთიერთობებისგან დღეს მხოლოდ უარყოფით ემოციებს მიიღებენ. ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ჯობია.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: არაერთმნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი დღეა. დილიდან შესაძლებელია მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება და წარმატებული მოლაპარაკებების გამართვა. ამ პერიოდში სხვების დარწმუნების უნარი გაძლიერებული გაქვთ, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო. დღის მეორე ნახევარში კი ძალები შესუსტდება, მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები, დეპრესიული ემოციები. ამ დროს, აჯობებს, თუ დაისვენებთ და სასურველია – მარტო.
თევზები: დღეს დიდი გამარჯვებაა მოსალოდნელი, მაგრამ სიამაყემ არ შეგიპყროთ, ასევე გადაჭარბებით არ შეაფასოთ თქვენთან ერთად მომუშავე ადამიანების ძალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნო, მცირე შეცდომები გარდაუვალი იქნება. პირადი ურთიერთობები შეიძლება დაზარალდეს როგორც ზედმეტი თავდაჯერებულობის, ისე არასაკმარისი სიმტკიცის გამო. მწიფდება ოჯახური კონფლიქტი, ამიტომ აჯობებს, თუ გაერიდებით მას და საღამოს სახლიდან გახვალთ.
ყველა ახალი ამბავი
0