დეპუტატმა ლიეტუვის მთავრობა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილიეტუვის დროშა
ლიეტუვის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
ლიეტუვა ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რათა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, მაშინ როცა თავად ლიეტუვამ რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ, დაწერა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელ X-ზე.
ლიეტუვა ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. გარდა ამისა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე სიტყვით გამოვიდნენ.
„ორმაგი სტანდარტების შესანიშნავი მაგალითი. ლიეტუვის მთავრობა ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, თუმცა 2023 წელს რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ. ფარისევლობის საუკეთესო მაგალითი", - განაცხადა სამხარაძემ.
თავის სიტყვების გასამყარებლად მან ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ლიეტუვამ რუსეთში 211,4 მილიონი დოლარის ღვინო გაიტანა, საქართველომ კი 168,3 მილიონი დოლარის.
ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი გახდა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა და საქართველოს ხელისუფლების დაპირისპირების მთავარი მიზეზი. მისი თქმით, ეს ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთ კაბინეტებში გამართულ შეხვედრებზე სანქციების შემოღებას ითხოვდნენ, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდნენ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
ცეცხლზე ნავთი დაასხა საქართველოში სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
კრიტიკა გაძლიერდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0