დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ნოემბერი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Yongnuni Oreumვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 15 ნოემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს გამძაფრებულია ყველა მიზნის ერთბაშად მიღწევის სურვილი. რაც უფრო მალე აღიარებთ, რომ ეს შეუძლებელია და მოქმედება თანმიმდევრულად არის საჭირო, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. მნიშვნელოვანია, რომ არ აჰყვეთ წამიერ ემოციებს, გაუმკლავდეთ ცდუნებებს. მოთმინება და თვითდისციპლინა ბევრ უსიამოვნო მომენტს აგაცილებთ თავიდან. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის.
ვერძი: მშფოთვარე, მაგრამ იღბლიანი დღეა. ხშირად გიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება, სხვების გამო წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა. სხვა დროს ეს გაგაღიზიანებდათ, მაგრამ ახლა მიმდინარე მოვლენებს ფილოსოფიურად უყურებთ, არ ნერვიულობთ წვრილმანების გამო და ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდებით. კარგად ეწყობით ადამიანებს, არანაირი უთანხმოება არ ჩნდება და თუ აქამდე იყო უსიამოვნო მომენტები, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
კურო: შესანიშნავი დღეა ახალი, განსაკუთრებით კი რთული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შეიძლება დამხმარეები დაგჭირდეთ და მათი პოვნა რთული არ იქნება; შეგიძლიათ ბევრის დაინტერესება საკუთარი იდეებით, გეგმებით და ისინი თვითონ მოისურვებენ თქვენს დახმარებას. ურთიერთობები, რომლებიც დღეს იწყება, როგორც საქმიანი, დროთა განმავლობაში შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირად გადაიქცეს.
ტყუპი: დილიდანვე ბრაზს არ აჰყვეთ და არავის ეჩხუბოთ. ამ პერიოდში რთული იქნება საკუთარ გრძნობებში გარკვევა, მიხვედრა, თუ კონკრეტულად რა გაღიზიანებთ. ცოტა ხანი მოიცადეთ, მალე მიხვდებით, ვინ ან რა არის დამნაშავე და რა უნდა გააკეთოთ. თანდათნობით თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარე, მაგრამ სასიამოვნო მომენტებით აღსავსე იქნება. მოსალოდნელია სიურპრიზები.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში რთული იქნება აზრების მოკრება. ირგვლივ ორომტრიალია, რომელიც გონების მობილიზებაში შეგიშლით ხელს. გიჭირთ გარკვევა, პირველ რიგში რომელ საქმეს უნდა მოჰკიდოთ ხელი. ამ შემთხვევაში საკუთარი გამოცდილება დაგეხმარებათ და არა გარშემომყოფების დაუკითხავი რჩევები. დღის მეორე ნახევარი მარტივად და ნაყოფიერად ჩაივლის. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელსაც შეიძლება სასიყვარულო გაგრძელება ჰქონდეს.
საჰაერო ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
ლომი: დღის დასაწყისში სიფრთხილეა საჭირო. სურვილმა, რომ სწრაფად მიაღწიოთ ბრწყინვალე შედეგებს, უკუეფექტი შეიძლება მოიტანოს. არ ჩაებათ არანაირ საეჭვო ვითარებაში. მოვლენებს რეალისტურად შეხედეთ და გაუმართლებელ რისკზე არ წახვიდეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული საინტერესო ადამიანის გაცნობა და რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ქალწული: მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ რამე მოვლენა გაგანერვიულებთ, თითქმის არ არის. თავს შესანიშნავად აკონტროლებთ, ბევრ რამეს ფილოსოფიურად უყურებთ, არ აჰყვებით წამიერ სურვილებსა და ცდუნებებს. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა. გექნებათ სასარგებლო გამოცდილების მიღების შანსი. შეიძლება მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, გაიგოთ სასიამოვნო სიახლე ახლობელ ადამიანზე.
სასწორი: ყურადღებით იყავით. დღეს ჩვეული საქმეების გაკეთებაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ. თუ ახალ საქმეს შეეჭიდებით, მზად იყავით იმისთვის, რომ წარმატების მისაღწევად არაერთი ბარიერის გადალახვა მოგიწევთ. მეტი დაფიქრება გმართებთ საქმიან კავშირებთან მიმართებით. ადამიანები, რომლებიც დახმარებას გთავაზობენ, ყოველთვის უანგაროდ არ აკეთებენ ამას. გაგახარებთ ურთიერთობები ახლობლებთან. ეს პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მორიელი: გიჭირთ ყურადღების კონცენტრაცია. საქმე ბევრი გაქვთ და თითოეულს სჭირდება დრო, ამასთან გარშემომყოფებსაც ბევრი საქმე აქვთ თქვენთან – ზოგს რჩევა სჭირდება, ზოგს – დახმარება. ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს. ხანდახნა შეიძლება სირთულეებსაც წააწყდეთ, მაგრამ ოპტიმიზმსა და კარგ განწყობას შეინარჩუნებთ. ამის წყალობით ბევრს გაუჩნდება თქვენი გაცნობის სურვილი, მათ შორის, რომანტიკული ურთიერთობების მიზნით.
მშვილდოსანი: დღე სასიხარულო მოვლენებით დაიწყება. გექნებათ ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შესაძლებლობა, ასევე ახალი მოკავშირეების მოძებნის შანსი. ბევრს მოსწონს თქვენი უჩვეულო წინადადებები. დღის მეორე ნახევარი ასეთი უღრუბლო არ იქნება. შეიძლება წინა პლანზე გამოვიდეს რაღაც ძველი პრობლემა და მისი გადაჭრის გამო ახალი საქმეების გადადება მოგიწიოთ. სირთულეებთან მარტო არ დარჩებით, ახლობლები მხარში ამოგიდგებიან.
თხის რქა: ეს ის დღეა, როდესაც დრო და ძალა ფუჭად არ უნდა დაკარგოთ. ბევრის მიღწევა შეგიძლიათ და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილებთ და სხვადასხვა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდებით. ეს ადვილი არ იქნება, რადგან ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება მოსალოდნელია რაღაც სასიამოვნო მოვლენა პირად ცხოვრებაში, უკეთესობისკენ ცვლილებები ურთიერთობებში. სიყვარულის საკითხებში ინტუიციას ენდეთ.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
მერწყული: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი ფინანსური საკითხის გადასაჭრელად. ფულთან, ქონებასთან, ყიდვასთან და გარიგებასთან დაკავშირებულ საკითხებში შეცდომებს არ დაუშვებთ. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ მიმდინარე საქმეებისგან დასვენებას და რამე სასიამოვნოსა და საინტერესოს გაკეთებას. უამრავი დადებითი ემოცია გელოდებათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებისგან.
თევზები: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“. ყველაფერზე ნერვიულობთ, გულთან ახლოს მიგაქვთ ისეთი დეტალები, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. განცდებისგან საინტერესო საქმეები გიხსნით. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოვლენები, დამაიმედებელი წინადადებები გელოდებათ. არაა გამორიცხული ასევე ძალიან უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრა ადამიანთან, რომელზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ და რომლის გაცნობაც ყოველთვის გინდოდათ.
ყველა ახალი ამბავი
0