მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალიევის თანაშემწემ ევროკავშირი და ბორელი მკაცრად გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2024
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სრულიად მიუღებელია, როცა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინსტრუქციებს უგზავნის, რომ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP29) მონაწილეობა არ მიიღონ, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ გაჯიევმა.
„სრულიად მიუღებელია, რომ ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური ინსტრუქციებს უგზავნიდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არ მიეღოთ მონაწილეობა COP29-ში. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში ეს სამსახური საკუთარ დიპლომატიურ კავშირებს იყენებდა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა წევრი-ქვეყნების COP29-ში მონაწილეობისთვის. მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. COP29-ში 80-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა მიიღო მონაწილეობა“, — აღნიშნა გაჯიევმა.
ამასთან მან მწვავედ გააკრიტიკა ჯოზეფ ბორელის ანტიაზერბაიჯანული განცხადება და ევროპელ მაღალჩინოსანს მისი ადრინდელი ფრაზა შეახსენა: „ევროკავშირი ბაღია, ხოლო დანარჩენი მსოფლიო - ჯუნგლები“, რაც, გაჯიევის თქმით, სხვა არაფერია, თუ არა ნარატივი, რომ ევროკავშირის მიღმა ქვეყნები კოლონიალური ეპოქის ბარბაროსები არიან.
მანამდე, 15 ნოემბერს, ბორელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა. როგორც ალიევმა თქვა, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ზღვისიქითა ტერიტორიები „ნეოკოლონიალიზმისა და კლიმატის ცვლილებების ძალიან სერიოზულ პრობლემებს ეჯახებიან“.
COP29 ბაქოში 11 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე (ჩათვლით) გასტანს. მასში მსოფლიოს 80-მდე სახელმწიფოსა და მთავრობისმეთაურები მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0