https://sputnik-georgia.com/20241115/--------tbc-capital-290908991.html
რა პროგნოზები კეთდება ლარის კურსთან მიმართებით - TBC Capital
რა პროგნოზები კეთდება ლარის კურსთან მიმართებით - TBC Capital
Sputnik საქართველო
აშშ დოლარის კურსზე საუბრისას საყურადღებოა მისი დინამიკა სხვა ვალუტების მიმართ 15.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-15T10:49+0400
2024-11-15T10:49+0400
2024-11-15T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/09/287240482_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_648c701f4e842dd3e1f0e59d454de184.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი 2,73 GEL/$ ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ახლო მომავალში დოლარის შესუსტება ნაკლებსავარაუდოა, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ანგარიშში.ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს. წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.ამდენად, ანალიტიკოსების თქმით, ამ მხრივ გაუფასურების დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არც ვალუტის მკვეთრ მიწოდებაზეა საუბარი.„არადა, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაგროვილი სავალუტო ბუფერი მართალია არც სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ტოლფასია, მაგრამ არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორია“, - ნათქვამია ანგარიშში.ანალიტიკოსების აზრით, მიწოდების შემთხვევაშიც, სებ-ის სავალუტო რეზერვების შევსება უფრო მეტად ალბათურია, ვიდრე ლარის მნიშვნელოვანი გამყარება.ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობა გაღარიბებას გადაარჩინა - თურნავა >>„ეს დაშვება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება. ოქტომბრის წლიური ინფლაცია მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენს და, ლარის მნიშვნელოვანი გამყარების შემთხვევაში, დეფლაცია სულ მცირე არაა გამორიცხული, რაც, მაღალი ინფლაციის მსგავსად, პოზიტიურ განვითარებად არ აღიქმება. ასევე, ჩვენი შეფასებით, სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით, სადღეისოდ ლარი მის, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა და, შესაბამისად, დამატებით გამყარების არგუმენტები ამ მხრივაც არ არის“, - ნათქვამია ანგარიშში.რაც შეეხება ლარის სეზონურობას, ჩვენი შეფასებით, ბოლო წლებში სეზონური თავისებურება ნაკლებადაა გამოკვეთილი, რაც ბაზრის მონაწილეთა უფრო მეტი ინფორმირებულობის და, შედეგად, ლარის ყიდვა-გაყიდვის კუთხით შესაბამისი ქცევით არის გამოწვეული.TBC Capital ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ აშშ დოლართან გაცვლით კურსზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ არსებითია დოლარის სხვა ვალუტებთან გაცვლითი კურსის დინამიკაც.ამასთან, TBC Capital მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.„ლარზე დამატებითი ზეწოლის მილევისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის კლების ფონზე, დეკემბრის შეხვედრისას სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება ამჟამად მეტადაა მოსალოდნელი, ნაცვლად ჩვენი ადრინდელი პროგნოზისა, რომელიც განაკვეთის 8%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვებას ითვალისწინებდა“, - ნათქვამია მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.ეროვნულ ბანკში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაკროეკონომიკური საფუძვლები მყარი რჩება. გასული სამი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ინფლაცია 2023 წლიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/09/287240482_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_bbe6ab9217e2d2e75add770f77a00d23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკი
რა პროგნოზები კეთდება ლარის კურსთან მიმართებით - TBC Capital
აშშ დოლარის კურსზე საუბრისას საყურადღებოა მისი დინამიკა სხვა ვალუტების მიმართ
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი 2,73 GEL/$ ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ახლო მომავალში დოლარის შესუსტება ნაკლებსავარაუდოა, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ანგარიშში.
ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს. წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.
„უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რასაც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სებ-ის სავალუტო ინტერვენციები აბალანსებდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამდენად, ანალიტიკოსების თქმით, ამ მხრივ გაუფასურების დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არც ვალუტის მკვეთრ მიწოდებაზეა საუბარი.
„არადა, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაგროვილი სავალუტო ბუფერი მართალია არც სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ტოლფასია, მაგრამ არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსების აზრით, მიწოდების შემთხვევაშიც, სებ-ის სავალუტო რეზერვების შევსება უფრო მეტად ალბათურია, ვიდრე ლარის მნიშვნელოვანი გამყარება.
„ეს დაშვება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება. ოქტომბრის წლიური ინფლაცია მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენს და, ლარის მნიშვნელოვანი გამყარების შემთხვევაში, დეფლაცია სულ მცირე არაა გამორიცხული, რაც, მაღალი ინფლაციის მსგავსად, პოზიტიურ განვითარებად არ აღიქმება. ასევე, ჩვენი შეფასებით, სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით, სადღეისოდ ლარი მის, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა და, შესაბამისად, დამატებით გამყარების არგუმენტები ამ მხრივაც არ არის“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ლარის სეზონურობას, ჩვენი შეფასებით, ბოლო წლებში სეზონური თავისებურება ნაკლებადაა გამოკვეთილი, რაც ბაზრის მონაწილეთა უფრო მეტი ინფორმირებულობის და, შედეგად, ლარის ყიდვა-გაყიდვის კუთხით შესაბამისი ქცევით არის გამოწვეული.
TBC Capital ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ აშშ დოლართან გაცვლით კურსზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ არსებითია დოლარის სხვა ვალუტებთან გაცვლითი კურსის დინამიკაც.
„ამ მხრივ, საშუალოვადიან პერსპექტივაში დოლარის შედარებით დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია, თუმცა, ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში საწინააღმდეგო არგუმენტები უფრო გამოიკვეთა და, მეორე მხრივ, უფრო ახლო პერსპექტივაში დოლარის დასუსტება ნაკლებად მოსალოდნელია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, TBC Capital მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.
„ლარზე დამატებითი ზეწოლის მილევისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის კლების ფონზე, დეკემბრის შეხვედრისას სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება ამჟამად მეტადაა მოსალოდნელი, ნაცვლად ჩვენი ადრინდელი პროგნოზისა, რომელიც განაკვეთის 8%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვებას ითვალისწინებდა“, - ნათქვამია მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.
ეროვნულ ბანკში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაკროეკონომიკური საფუძვლები მყარი რჩება. გასული სამი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ინფლაცია 2023 წლიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია.