https://sputnik-georgia.com/20241114/saqartvelosi-revoluciisa-da-gadatrialebis-safuzveli-ar-arsebobs-290889617.html
საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების საფუძველი არ არსებობს - კალაძე
საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების საფუძველი არ არსებობს - კალაძე
Sputnik საქართველო
ყველა ხედავს, რამდენად ყალბია ოპოზიციის ბრალდებები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით, აღნიშნა კახა კალაძემ. 14.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-14T13:04+0400
2024-11-14T13:04+0400
2024-11-14T13:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_337943d7ad3fc5cd18cd51a008fad3c1.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს საქართველოში არეულობის შესაქმნელად, მაგრამ ქვეყანაში რევოლუციისა და გადატრიალების საფუძველი არ არსებობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. არჩევნების შედეგების გაუქმების და ახლის დანიშვნის მოთხოვნით თბილისში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება.კალაძის თქმით, ყველა ხედავს, რამდენად ყალბია ოპოზიციის ბრალდებები, ვინაიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათ პროკურატურას ერთი მტკიცებულებაც ვერ წარუდგინეს.„ხალხი ამას ხომ გრძნობს, ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც ხომ უყურებენ ამას?!“ - განაცხადა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ს ეთერში.რაც შეეხება მუქარებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, კალაძის თქმით, ის არ აპირებს გააკეთოს შეფასებები „ისეთი სასაცილო ადამიანის განცხადებებზე, როგორიც გვარამიაა“.კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს.ცესკომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ახალი „მტკიცებულება" უარყო>>მანამდე „კოალიციის ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „ახალის“ თანადამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის შეკრებას რეალისტურ სცენარად არ მიიჩნევს. „ჩვენ ვაპირებთ წავართვათ ის, რაც ჩვენ წაგვართვეს - ქართველი ხალხის ხმა“, - განაცხადა გვარამიამ.ორმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოსთხოვეს პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ასევე პარლამენტში ვერ შესული კანდიდატები. ოპოზიციას ამ გზით ახალი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა სურს.ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოპოზიციის საბოტაჟი განწირულია მარცხისთვის, რადგან კანონის მიხედვით, პარლამენტი ნებისმიერ შემთხვევაში შეიკრიბება. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების აღიარებისთვის საჭირო მინიმუმზე მეტი მანდატი მიიღო.მხოლოდ არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, ოპოზიციას შეუძლია მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათი პარტიული სიების ის ნაწილის გაუქმების თხოვნით, სადაც ჩამოთვლილია დეპუტატობის ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა.რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნაწილს, ანუ პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციონერებს, თუ მათ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა სურთ, თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე უნდა მიმართოს პარლამენტს. ამასთან, არჩეული დეპუტატისთვის მანდატის გაუქმება-არგაუქმებაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_143:0:1279:852_1920x0_80_0_0_73f1f3bbb9fc4c1afa1e64569a3cead3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების საფუძველი არ არსებობს - კალაძე
ყველა ხედავს, რამდენად ყალბია ოპოზიციის ბრალდებები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით, აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს საქართველოში არეულობის შესაქმნელად, მაგრამ ქვეყანაში რევოლუციისა და გადატრიალების საფუძველი არ არსებობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. არჩევნების შედეგების გაუქმების და ახლის დანიშვნის მოთხოვნით თბილისში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება.
„მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ... ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ მოხდეს რევოლუცია, გადატრიალება. ამის საფუძველი უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ყველა ხედავს, რამდენად ყალბია ოპოზიციის ბრალდებები, ვინაიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათ პროკურატურას ერთი მტკიცებულებაც ვერ წარუდგინეს.
„ხალხი ამას ხომ გრძნობს, ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც ხომ უყურებენ ამას?!“ - განაცხადა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ს ეთერში.
რაც შეეხება მუქარებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, კალაძის თქმით, ის არ აპირებს გააკეთოს შეფასებები „ისეთი სასაცილო ადამიანის განცხადებებზე, როგორიც გვარამიაა“.
კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს.
მანამდე „კოალიციის ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „ახალის“ თანადამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის შეკრებას რეალისტურ სცენარად არ მიიჩნევს. „ჩვენ ვაპირებთ წავართვათ ის, რაც ჩვენ წაგვართვეს - ქართველი ხალხის ხმა“, - განაცხადა გვარამიამ.
ორმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოსთხოვეს პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ასევე პარლამენტში ვერ შესული კანდიდატები. ოპოზიციას ამ გზით ახალი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა სურს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოპოზიციის საბოტაჟი განწირულია მარცხისთვის, რადგან კანონის მიხედვით, პარლამენტი ნებისმიერ შემთხვევაში შეიკრიბება. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების აღიარებისთვის საჭირო მინიმუმზე მეტი მანდატი მიიღო.
მხოლოდ არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, ოპოზიციას შეუძლია მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათი პარტიული სიების ის ნაწილის გაუქმების თხოვნით, სადაც ჩამოთვლილია დეპუტატობის ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა.
რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნაწილს, ანუ პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციონერებს, თუ მათ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა სურთ, თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე უნდა მიმართოს პარლამენტს. ამასთან, არჩეული დეპუტატისთვის მანდატის გაუქმება-არგაუქმებაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.