https://sputnik-georgia.com/20241113/ceskom-opoziciis-axali-braldeba-uarko-290883456.html
ცესკომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ახალი „მტკიცებულება" უარყო
ცესკომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ახალი „მტკიცებულება" უარყო
Sputnik საქართველო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 21 ნოემბრამდე მოამზადებს. 13.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-13T21:00+0400
2024-11-13T21:00+0400
2024-11-13T21:00+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო ოპოზიციის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეცვალა საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი მარკერები, რითაც დაარღვია უსაფრთხო საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-თან დადებული კონტრაქტი.განცხადება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით შეცვალა, გააკეთა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ. მან ჟურნალისტებს მარკერი უჩვენა და განაცხადა, რომ ეს არის კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი დასტური.როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია Smartmatic-მა მოაწოდა, რასაც ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები. ყველა დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.ბრალდებების გრძელი სიიდან ოპოზიციამ ფსონი დადო იმაზე, რომ ყველგან დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი და, შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპი.აღნიშნული თემა არჩევნებიდან მეხუთე დღეს გააჟღერა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და მოითხოვა კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიაში ამის არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც აფერადებდა ამომრჩეველი სასურველი პარტიის წინ არსებულ წრეს.პირველი ინსტანციის სასამართლოების უმრავლესობამ (23-დან 22-მა), მოგვიანებით კი ყველა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული სქელყდიანი ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას. არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენი ამობრუნებული სახით უნდა მოთავსებულიყო კონვერტში და შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 21 ნოემბრამდე მოამზადებს. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მიიღო.„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") მიიღო 18 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 17, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" კი 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ცესკომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ახალი „მტკიცებულება" უარყო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 21 ნოემბრამდე მოამზადებს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო ოპოზიციის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეცვალა საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი მარკერები, რითაც დაარღვია უსაფრთხო საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-თან დადებული კონტრაქტი.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით შეცვალა, გააკეთა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ. მან ჟურნალისტებს მარკერი უჩვენა და განაცხადა, რომ ეს არის კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი დასტური.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია Smartmatic-მა მოაწოდა, რასაც ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები. ყველა დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.
ბრალდებების გრძელი სიიდან ოპოზიციამ ფსონი დადო იმაზე, რომ ყველგან დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი და, შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპი.
აღნიშნული თემა არჩევნებიდან მეხუთე დღეს გააჟღერა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და მოითხოვა კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიაში ამის არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც აფერადებდა ამომრჩეველი სასურველი პარტიის წინ არსებულ წრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოების უმრავლესობამ (23-დან 22-მა), მოგვიანებით კი ყველა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული სქელყდიანი ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას. არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენი ამობრუნებული სახით უნდა მოთავსებულიყო კონვერტში და შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 21 ნოემბრამდე მოამზადებს. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მიიღო.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") მიიღო 18 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 17, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" კი 12.