https://sputnik-georgia.com/20241114/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-14-noemberi-290825329.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ნოემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ნოემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 14.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-14T00:15+0400
2024-11-14T00:15+0400
2024-11-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909133_0:160:3074:1889_1920x0_80_0_0_196fb4adf803d8ec76acbe547b0dea50.jpg
დღეს 2024 წლის 14 ნოემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.კარგი დღეა შეხვედრებისთვის. ადვილი იქნება ერთმანეთის გაგება, საერთო გეგმებზე შეთანხმება. დაძაბული ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. მოუსმიენთ ინტუიციას. ის დაგეხმარებათ რთულ ვითარებაში ორიენტირებაში.ვერძი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გელოდებათ. მოგიწევთ სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება. ფინანსებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან დიდია ფულის უაზროდ ხარჯვის ალბათობა. სიყვარულში კი, სავარაუდოდ, გაგიმართლებთ, მათ შორის იმათაც, ვისაც ამ გრძნობის უკვე დიდი ხანია, აღარ სჯერა.კურო: მოულოდნელად და საკმაოდ სწრაფად გაუმკლავდებით პრობლემას, რომელმაც ჩიხში შეგიყვანათ თქვენც და სხვებიც. შესაძლოა, გაგიჩნდეთ საინტერესო აზრები და მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოთ. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოინდომოთ. სავარაუდოდ, დამატებითი საზრუნავი გაგიჩნდებათ სახლში, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.ტყუპი: მოსალოდნელია ცვლილებები ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში. შეამჩნევთ, რომ თქვენს ნათქვამს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღებით ეკიდებიან, ადვილად შეუთანხმდებით მათ, ვინც აქამდე დათმობაზე არ მოდიოდა. არაა გამორიცხული საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიონ. შესაძლებელია საოცარი შეხვედრები, ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება მოყვეს.კირჩხიბი: კარგი იქნება, თუ სერიოზულ საუბრებს გადადებთ. დღეს უმნიშვნელო უთანხმოებაც კი შეიძლება ხანგრძლივი კამათისა და კონფლიქტის დასაწყისი გახდეს. შესაძლოა, სწორად ახლობლებმაც ვერ გაგიგონ, მაგრამ ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ. კარგი დღეა პირადი ინიციატივის გამოსაჩენად, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად თქვენთვის სიმპათიური ადამიანისკენ.ლომი: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მიაღწევთ შთამბეჭდავ წარმატებებს. თქვენი გამარჯვება შეუმჩნეველი არ დარჩება – ბევრი მოინდომებს თქვენს ახლო გაცნობას. მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები დღეს ზუსტი და სასარგებლო იქნება. ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებები გელოდებათ; საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.ქალწული: დიდი ენთუზიაზმით გეგმები შეიძლება არარეალისტური აღმოჩნდეს. სანამ მათ რეალიზაციას შეუდგებით, მანამდე კარგად დაფიქრდით. ამასთან, აჯობებს, თუ საკუთარ ძალებს დაეყრდნობით და არ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. კარგი დღეა ძველ, გამოცდილ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.სასწორი: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის. თუ მტკიცედ განეწყობით საქმისთვის, შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. არაა გამორიცხული დაუგეგმავი მგზავრობა. გარემოს გამოცვლა ძალიან წაგადგებათ. შეძლებთ დასვენებას და ჩვეულ საგნებზე ახლებურად შეხედვას. საღამო განსაკუთრებულად ხელსაყრელია ძველ მეგობრებთან შესახვედრად.მორიელი: თუ დღეს სერიოზული საქმეები გაქვთ დაგეგმილი, ჯობია, მათ დილიდანვე შეუდგეთ. დილით პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია და უფრო ადვილად შეძლებთ ჩანაფიქრის შესრულებას. მოგვიანებით დასვენებისა და დროის კარგად გატარების სურვილი გაგიჩნდებათ. მიჰყევით ამ სურვილს – არ ინანებთ. საღამოს შეგიძლიათ ძვირფასი ადამიანები საჩუქრებით გაახაროთ.მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა იდეების გაზიარების, ინიციატივის გამოჩენისთვის საქმეებში. ვარსკვლავების დახმარებით საუკეთესო შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. არაა გამორიცხული ნაცნობობა, შეხვედრა ადამიანებთან, რისი წყალობითაც თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. შესაძლებელია, რომ რაღაც ძველი გეგმის განხორიცელების შანსი გაგიჩნდეთ, რაშიც ირგვლივ მყოფები დაგეხმარებიან.თხის რქა: დილა არცთუ ხელსაყრელია სერიოზული საქმეებისთვის, სამაგიეროდ, კარგი დროა საუბრებისთვის, ძველი თუ ახალი საქმეების განსახილველად. ადვილად იპოვით საერთო ენას ადამიანებთან, ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მათ მისწრაფებებს ჩაწვდეთ. საღამოს არაა გამორიცხული თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან. ზოგიერთ თქვენგანს იღბლიანი შოპინგი ელოდება.მერწყული: სავარაუდოდ, დღე გაუგებრობების გარეშე არ ჩაივლის. რთული იქნება ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, თუმცა თქვენ შეეცდებით სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილებას. შეძლებთ, რომ მცირე გაუგებრობებს ფილოსოფიურად შეხედოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია თანხის მიღება. კარგი დროა საყიდლებისთვის, მათ შორის, ძვირად ღირებული ნივთის.თევზები: ეცადეთ, არ გადაიღალოთ, მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს. კარგი დღეა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, გარემოს შესაცვლელად. თუ მგზავრობა მოგიწიათ, გელოდებათ დროის მხიარულად გატარება. გულწრფელობა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში დაგეხმარებათ. შეძლებთ გაუგებრობების თავიდან აცილებას და საკითხების მშვიდად განხილვას.
https://sputnik-georgia.com/20200117/Tqveni-damcveli-zodiaqos-niSnis-mixedviT-247499686.html
https://sputnik-georgia.com/20200226/zodiaqos-niSnebi-romlebic-Wkvianurad-ityuebian-247810030.html
https://sputnik-georgia.com/20230307/zodiaqos-nisnebi-cxovrebis-mtavari-azri-275531073.html
https://sputnik-georgia.com/20231106/kriminaluri-talanti-zodiaqos-nisnis-mixedvit-284009374.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909133_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_1dec5ce853429b6c3afaa48ea466ba1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ნოემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 14 ნოემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი დღეა შეხვედრებისთვის. ადვილი იქნება ერთმანეთის გაგება, საერთო გეგმებზე შეთანხმება. დაძაბული ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. მოუსმიენთ ინტუიციას. ის დაგეხმარებათ რთულ ვითარებაში ორიენტირებაში.
ვერძი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გელოდებათ. მოგიწევთ სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება. ფინანსებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან დიდია ფულის უაზროდ ხარჯვის ალბათობა. სიყვარულში კი, სავარაუდოდ, გაგიმართლებთ, მათ შორის იმათაც, ვისაც ამ გრძნობის უკვე დიდი ხანია, აღარ სჯერა.
კურო: მოულოდნელად და საკმაოდ სწრაფად გაუმკლავდებით პრობლემას, რომელმაც ჩიხში შეგიყვანათ თქვენც და სხვებიც. შესაძლოა, გაგიჩნდეთ საინტერესო აზრები და მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოთ. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოინდომოთ. სავარაუდოდ, დამატებითი საზრუნავი გაგიჩნდებათ სახლში, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.
ტყუპი: მოსალოდნელია ცვლილებები ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში. შეამჩნევთ, რომ თქვენს ნათქვამს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღებით ეკიდებიან, ადვილად შეუთანხმდებით მათ, ვინც აქამდე დათმობაზე არ მოდიოდა. არაა გამორიცხული საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიონ. შესაძლებელია საოცარი შეხვედრები, ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება მოყვეს.
კირჩხიბი: კარგი იქნება, თუ სერიოზულ საუბრებს გადადებთ. დღეს უმნიშვნელო უთანხმოებაც კი შეიძლება ხანგრძლივი კამათისა და კონფლიქტის დასაწყისი გახდეს. შესაძლოა, სწორად ახლობლებმაც ვერ გაგიგონ, მაგრამ ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ. კარგი დღეა პირადი ინიციატივის გამოსაჩენად, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად თქვენთვის სიმპათიური ადამიანისკენ.
ლომი: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მიაღწევთ შთამბეჭდავ წარმატებებს. თქვენი გამარჯვება შეუმჩნეველი არ დარჩება – ბევრი მოინდომებს თქვენს ახლო გაცნობას. მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები დღეს ზუსტი და სასარგებლო იქნება. ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებები გელოდებათ; საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ქალწული: დიდი ენთუზიაზმით გეგმები შეიძლება არარეალისტური აღმოჩნდეს. სანამ მათ რეალიზაციას შეუდგებით, მანამდე კარგად დაფიქრდით. ამასთან, აჯობებს, თუ საკუთარ ძალებს დაეყრდნობით და არ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. კარგი დღეა ძველ, გამოცდილ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.
სასწორი: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის. თუ მტკიცედ განეწყობით საქმისთვის, შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. არაა გამორიცხული დაუგეგმავი მგზავრობა. გარემოს გამოცვლა ძალიან წაგადგებათ. შეძლებთ დასვენებას და ჩვეულ საგნებზე ახლებურად შეხედვას. საღამო განსაკუთრებულად ხელსაყრელია ძველ მეგობრებთან შესახვედრად.
მორიელი: თუ დღეს სერიოზული საქმეები გაქვთ დაგეგმილი, ჯობია, მათ დილიდანვე შეუდგეთ. დილით პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია და უფრო ადვილად შეძლებთ ჩანაფიქრის შესრულებას. მოგვიანებით დასვენებისა და დროის კარგად გატარების სურვილი გაგიჩნდებათ. მიჰყევით ამ სურვილს – არ ინანებთ. საღამოს შეგიძლიათ ძვირფასი ადამიანები საჩუქრებით გაახაროთ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა იდეების გაზიარების, ინიციატივის გამოჩენისთვის საქმეებში. ვარსკვლავების დახმარებით საუკეთესო შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. არაა გამორიცხული ნაცნობობა, შეხვედრა ადამიანებთან, რისი წყალობითაც თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. შესაძლებელია, რომ რაღაც ძველი გეგმის განხორიცელების შანსი გაგიჩნდეთ, რაშიც ირგვლივ მყოფები დაგეხმარებიან.
თხის რქა: დილა არცთუ ხელსაყრელია სერიოზული საქმეებისთვის, სამაგიეროდ, კარგი დროა საუბრებისთვის, ძველი თუ ახალი საქმეების განსახილველად. ადვილად იპოვით საერთო ენას ადამიანებთან, ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მათ მისწრაფებებს ჩაწვდეთ. საღამოს არაა გამორიცხული თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან. ზოგიერთ თქვენგანს იღბლიანი შოპინგი ელოდება.
მერწყული: სავარაუდოდ, დღე გაუგებრობების გარეშე არ ჩაივლის. რთული იქნება ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, თუმცა თქვენ შეეცდებით სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილებას. შეძლებთ, რომ მცირე გაუგებრობებს ფილოსოფიურად შეხედოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია თანხის მიღება. კარგი დროა საყიდლებისთვის, მათ შორის, ძვირად ღირებული ნივთის.
თევზები: ეცადეთ, არ გადაიღალოთ, მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს. კარგი დღეა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, გარემოს შესაცვლელად. თუ მგზავრობა მოგიწიათ, გელოდებათ დროის მხიარულად გატარება. გულწრფელობა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში დაგეხმარებათ. შეძლებთ გაუგებრობების თავიდან აცილებას და საკითხების მშვიდად განხილვას.