https://sputnik-georgia.com/20241113/premieri-mtavrobis-mizania-korufciis-dabali-done-hqondes-290885606.html
პრემიერი: მთავრობის მიზანია კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ქვეყანა მოწინავე გახდეს
პრემიერი: მთავრობის მიზანია კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ქვეყანა მოწინავე გახდეს
Sputnik საქართველო
სოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოში – 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილი მიანიჭა. 13.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-13T23:00+0400
2024-11-13T23:00+0400
2024-11-13T23:00+0400
საქართველო
მსოფლიო ბანკი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავს ამბიციური მიზანი დაუსახა - ქვეყანაში კორუფცია იმ დონემდე შემცირდეს, რომ საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის“ თანახმად, საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოში – 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილი მიანიჭა. კობახიძის თქმით, ეს მაჩვენებელი სიამაყის საფუძველს იძლევა.მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კარგი ტემპი აიღო კორუფციის დონის კიდევ უფრო შესამცირებლად. ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის მიმდინარე წელსაც.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა.„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.„კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის" კვლევის მიხედვით, საქართველომ ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ-ქვეყანაზე უკეთეს შედეგს მიაღწია და გაუსწრო ევროკავშირის 19 ქვეყანას, მათ შორის ავსტრიას, ესპანეთს, იტალიას, პოლონეთსა და უნგრეთს.საქართველოს შედეგები ახლოსაა ბელგიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კორუფციის ბრალდებით მართლმსაჯულების წინაშე 72 თანამდებობის პირი წარდგა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში 47 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტების, გავლენით ვაჭრობის ფაქტებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მსოფლიო ბანკი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, მსოფლიო ბანკი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
პრემიერი: მთავრობის მიზანია კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ქვეყანა მოწინავე გახდეს
სოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოში – 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილი მიანიჭა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავს ამბიციური მიზანი დაუსახა - ქვეყანაში კორუფცია იმ დონემდე შემცირდეს, რომ საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის“ თანახმად, საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოში – 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილი მიანიჭა. კობახიძის თქმით, ეს მაჩვენებელი სიამაყის საფუძველს იძლევა.
„ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი, რაზეც მე პარლამენტში გამოსვლისას ვსაუბრობდი - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით", - განაცხადა კოახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კარგი ტემპი აიღო კორუფციის დონის კიდევ უფრო შესამცირებლად. ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის მიმდინარე წელსაც.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
„კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის" კვლევის მიხედვით, საქართველომ ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ-ქვეყანაზე უკეთეს შედეგს მიაღწია და გაუსწრო ევროკავშირის 19 ქვეყანას, მათ შორის ავსტრიას, ესპანეთს, იტალიას, პოლონეთსა და უნგრეთს.
საქართველოს შედეგები ახლოსაა ბელგიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კორუფციის ბრალდებით მართლმსაჯულების წინაშე 72 თანამდებობის პირი წარდგა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში 47 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტების, გავლენით ვაჭრობის ფაქტებზე.