https://sputnik-georgia.com/20241111/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-11-noemberi-290818418.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ნოემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ნოემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 11.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-11T00:15+0400
2024-11-11T00:15+0400
2024-11-11T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279127827_0:0:2882:1622_1920x0_80_0_0_cbdf2ea3b4dbf2e8e5f0b8da60d5f0e2.jpg
დღეს 2024 წლის 11 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.კარგი დღეა რუტინული სამუშაოსთვის. მნიშვნელოვან საუბრებზე, ჯობია,უარი თქვათ - ურთიერთგაგების მიღწევა და კომპრომისების მოძებნა რთული იქნება. გარშემომყოფებთან და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან დღეს მომატებულია განაწყენების ალბათობა და სულ უბრალო ნათქვამმა, შესაძლოა, ურთიერთობების გაფუჭება, გაუგებრობები და კონფლიქტი გამოიწვიოს.ვერძი: დღეს შესაძლოა, გარშემომყოფებიდან ვინმემ თქვენი თანაგრძნობის უნარით სარგებლობას სცადოს. ამ დროს კი თქვენი თანაგრძნობის უნარი ძალზე გამძაფრებულია, ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თქვენს მგრძნობიარე „სიმებზე“ თამაში. თუ არ გინდათ, რომ ვინმე „კისერზე მოგაჯდეთ“ და მისი მათრახი იგრძნოთ, ეცადეთ, უფრო კრიტიკულად შეხედოთ დახმარების თხოვნას.კურო: დღეს მთელი დღეს თქვენს სამყაროში „ჩაიკარგებით“. ამავე დროს, ეს სამყარო საკმაოდ მიმზიდველი და ფერადოვანი იქნება. ასეთ დღეებში კარგია ოცნება, შემოქმედებითი საქმიანობა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათება წიგნით ხელში... და უფრო უკეთესია, თუ თქვენს სამყაროში ვინმეს მიიწვევთ, რომ მარტო არ იგრძნოთ თავი.ტყუპი: დილიდან მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩაებმებით. და სულაც არაა სავალდებულო, რომ საკითხები სერიოზული და მნიშვნელოვანი იყოს. უფრო პირიქითაა მოსალოდნელი – დღეს სულ მცირე პრობლემამაც კი შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება და თან იმდენად, რომ ეს გრანდიოზულ პრობლემად მოგეჩვენოთ. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე უაზრობებზე ზრუნვას დაუთმოთ, ეცადეთ, მათ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.კირჩხიბი: დღეს თქვენთვის საინტერესო (შესაძლოა, არცთუ მნიშვნელოვანი) საქმეები გაგიტაცებთ, და თან ისე, რომ დანარჩენი ყველაფერი დაგავიწყდდებათ. დღის ბოლო იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რა გაგიტაცებთ და რა დაიპყრობს თქვენს გონებას. არის დიდი შანსი იმისა, რომ მთელი დღე უაზრო რაღაცებზე დაკარგოთ, მაგრამ თუ რამე სასარგებლოს მოკიდებთ ხელს, შესანიშნავ შედეგებს შეიძლება მიაღწიოთ.ლომი: დღეს უდიდესი ცდუნება გექნებათ – საკუთარი თავის შეცოდება. და არა აქვს მნიშვნელობა, თუ ამისთვის სერიოზული საბაბ–მიზეზი არ გექნებათ. საკმარისია სულ მცირე წყენაც კი, რომ თქვენს სულში უზარმაზარი შავი ლაქა ამოიზარდოს. ამ მისწრაფებას თუ აჰყვებით, რისკავთ, რომ მთელი დღე პირქუში განწყობით გაატაროთ. კი, რა თქმა უნდა, ხანდახან საკუთარი თავსი შეცოდება სასიამოვნოა, მაგრამ ამ მასშტაბებით?..ქალწული: დროა, დაგროვებულ საქმეებს მიხედოთ – თქვენი შრომისუნარიანობა და აქტიურობა სათანადო დონეზეა. თქვენი გონება ჩვეულებრივზე სწრაფად და უკეთესად იმუშავებს, თან ამას ემატება ყურადღების კონცენტრირების გაძლიერებული უნარი. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ამოცანის გადაჭრა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს კი, სჯობს, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მათ თავიანთი საქმეები და ინტერესები აქვთ, თქვენ კი – თქვენი.სასწორი: დღეს ჩვეულებრივზე ადვილად გამოგივათ საქმეები, რომლებიც გამძაფრებულ ყურადღებასა და მოთმინებას საჭიროებს. ყველაფერი, რაც შეეხება ანგარიშებს, გეგმებს, გრაფიკებსა და ა.შ. შედეგებით გაგახარებთ. რაც შეეხება ემოციებს, აქ ყველაფერი არც ისე „უღრუბლოდ" იქნება. ასევე არახელსაყრელი დროა რომანტიკისთვის – ძალზე გაღიზიანებული იქნებით, ამიტომ არ ღირს, რომ გრძნობებს დღის გაფუჭების საშუალება მისცეთ.მორიელი: დღეს უცნაური სურვილი გექნებათ – აჩვენოთ ირგვლივ მყოფებს თქვენი შეურაცხყოფილი ღირსება. და არა აქვს მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა წყენის რეალური საფუძველი, განწყობას მაინც გაგიფუჭებთ აზრი იმის თაობაზე, რომ თქვე ნი ნიჭი დაუფასებელი დარჩა. ეცადეთ, გარშემომყოფებისთვის ამის დემონსტრირებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ. სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა.მშვილდოსანი: დღეს აჯობებს, თუ მთელ თავისუფალ დროს სახლში გაატარებთ და კიდევ უკეთესი იქნება, თუ – მარტო ან ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს სამწუხარო გაუგებრობები, რაც წყენის პროვოცირებას მოაწყობს. სახლის საქმეები ან კარგი წიგნი საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელი ფონი შეგექმნათ და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ.თხის რქა: თქვენი დაუფიქრებელი საქციელი დღეს შეიძლება წყენებისა და კონფლიქტების წყარო გახდეს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შესაძლოა ზედმეტი ლაპარაკი ან უადგილო იუმორი გახდეს, რომელიც დღეს თქვენში „აქტიურად გაიღვიძებს“. თუ გარშემომყოფებთან კამათი, რომელიც შემდეგ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, თქვენს გეგმებში არ შედის, უნდა დააკვირდეთ სიტყვებს, რას ამბობთ. და რა თქმა უნდა, სხვისი საიდუმლოც უნდა შეინახოთ.მერწყული: თქვენი ფიქრები დღეს ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის ირგვლივ იტრიალებს და თან იმდენად, რომ ამაზე შეიძლება „ჩაიციკლოთ“ კიდეც. ზედმეტად რომ არ განაწყენდეთ, ეცადეთ, ნეგატიურ მომენტებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. თუნდაც ნამდვილად გაკლდეთ ფული, არ დაივიწყოთ, რომ ფული ბევრი არასდროს არის. რამდენიც არ უნდა გქონდეთ, მაინც არ გეყოფათ. და ღირს კი ამაზე ნერვიულობა?თევზები: რაც დღეს ნამდვილად არ აგაღელვებთ, ეს სხვისი მოსაზრებებია. იმდენად იქნებით „ჩაკარგული“ საკუთარ გეგმებში, რომ ვინმეს შეწინააღმდეგებას ვერც კი შეამჩნევთ. და ტყუილად: ხანდახან ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან სასარგებლო მინიშნებაც შეიძლება მიიღოთ. ზოგადად, დღეს აჯობებს, თუ არანაირ კამათში არ ჩაებმებით. წყენა ბევრი იქნება, სარგებელი კი – ნული.
https://sputnik-georgia.com/20230118/zodiaqo-karmuli-gza-274038554.html
https://sputnik-georgia.com/20180726/riTi-SeuZlia-iamayos-zodiaqos-TiToeulma-niSanma-241503114.html
https://sputnik-georgia.com/20181011/sarZloebis-sayuradRebod-erideT-sadedamTilos-Tu-misi-zodiaqos-niSania-242433737.html
https://sputnik-georgia.com/20180227/ra-frazas-SeuZlia-zodiaqos-TiToeuli-niSnis-wyobilebidan-gamoyvana-239470142.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279127827_39:0:2770:2048_1920x0_80_0_0_2e7005b11e37c5a33d93dc86cb40c22b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ნოემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 11 ნოემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
კარგი დღეა რუტინული სამუშაოსთვის. მნიშვნელოვან საუბრებზე, ჯობია,უარი თქვათ - ურთიერთგაგების მიღწევა და კომპრომისების მოძებნა რთული იქნება. გარშემომყოფებთან და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან დღეს მომატებულია განაწყენების ალბათობა და სულ უბრალო ნათქვამმა, შესაძლოა, ურთიერთობების გაფუჭება, გაუგებრობები და კონფლიქტი გამოიწვიოს.
ვერძი: დღეს შესაძლოა, გარშემომყოფებიდან ვინმემ თქვენი თანაგრძნობის უნარით სარგებლობას სცადოს. ამ დროს კი თქვენი თანაგრძნობის უნარი ძალზე გამძაფრებულია, ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თქვენს მგრძნობიარე „სიმებზე“ თამაში. თუ არ გინდათ, რომ ვინმე „კისერზე მოგაჯდეთ“ და მისი მათრახი იგრძნოთ, ეცადეთ, უფრო კრიტიკულად შეხედოთ დახმარების თხოვნას.
კურო: დღეს მთელი დღეს თქვენს სამყაროში „ჩაიკარგებით“. ამავე დროს, ეს სამყარო საკმაოდ მიმზიდველი და ფერადოვანი იქნება. ასეთ დღეებში კარგია ოცნება, შემოქმედებითი საქმიანობა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათება წიგნით ხელში... და უფრო უკეთესია, თუ თქვენს სამყაროში ვინმეს მიიწვევთ, რომ მარტო არ იგრძნოთ თავი.
ტყუპი: დილიდან მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩაებმებით. და სულაც არაა სავალდებულო, რომ საკითხები სერიოზული და მნიშვნელოვანი იყოს. უფრო პირიქითაა მოსალოდნელი – დღეს სულ მცირე პრობლემამაც კი შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება და თან იმდენად, რომ ეს გრანდიოზულ პრობლემად მოგეჩვენოთ. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე უაზრობებზე ზრუნვას დაუთმოთ, ეცადეთ, მათ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენთვის საინტერესო (შესაძლოა, არცთუ მნიშვნელოვანი) საქმეები გაგიტაცებთ, და თან ისე, რომ დანარჩენი ყველაფერი დაგავიწყდდებათ. დღის ბოლო იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რა გაგიტაცებთ და რა დაიპყრობს თქვენს გონებას. არის დიდი შანსი იმისა, რომ მთელი დღე უაზრო რაღაცებზე დაკარგოთ, მაგრამ თუ რამე სასარგებლოს მოკიდებთ ხელს, შესანიშნავ შედეგებს შეიძლება მიაღწიოთ.
ლომი: დღეს უდიდესი ცდუნება გექნებათ – საკუთარი თავის შეცოდება. და არა აქვს მნიშვნელობა, თუ ამისთვის სერიოზული საბაბ–მიზეზი არ გექნებათ. საკმარისია სულ მცირე წყენაც კი, რომ თქვენს სულში უზარმაზარი შავი ლაქა ამოიზარდოს. ამ მისწრაფებას თუ აჰყვებით, რისკავთ, რომ მთელი დღე პირქუში განწყობით გაატაროთ. კი, რა თქმა უნდა, ხანდახან საკუთარი თავსი შეცოდება სასიამოვნოა, მაგრამ ამ მასშტაბებით?..
ქალწული: დროა, დაგროვებულ საქმეებს მიხედოთ – თქვენი შრომისუნარიანობა და აქტიურობა სათანადო დონეზეა. თქვენი გონება ჩვეულებრივზე სწრაფად და უკეთესად იმუშავებს, თან ამას ემატება ყურადღების კონცენტრირების გაძლიერებული უნარი. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ამოცანის გადაჭრა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს კი, სჯობს, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მათ თავიანთი საქმეები და ინტერესები აქვთ, თქვენ კი – თქვენი.
სასწორი: დღეს ჩვეულებრივზე ადვილად გამოგივათ საქმეები, რომლებიც გამძაფრებულ ყურადღებასა და მოთმინებას საჭიროებს. ყველაფერი, რაც შეეხება ანგარიშებს, გეგმებს, გრაფიკებსა და ა.შ. შედეგებით გაგახარებთ. რაც შეეხება ემოციებს, აქ ყველაფერი არც ისე „უღრუბლოდ" იქნება. ასევე არახელსაყრელი დროა რომანტიკისთვის – ძალზე გაღიზიანებული იქნებით, ამიტომ არ ღირს, რომ გრძნობებს დღის გაფუჭების საშუალება მისცეთ.
მორიელი: დღეს უცნაური სურვილი გექნებათ – აჩვენოთ ირგვლივ მყოფებს თქვენი შეურაცხყოფილი ღირსება. და არა აქვს მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა წყენის რეალური საფუძველი, განწყობას მაინც გაგიფუჭებთ აზრი იმის თაობაზე, რომ თქვე ნი ნიჭი დაუფასებელი დარჩა. ეცადეთ, გარშემომყოფებისთვის ამის დემონსტრირებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ. სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა.
მშვილდოსანი: დღეს აჯობებს, თუ მთელ თავისუფალ დროს სახლში გაატარებთ და კიდევ უკეთესი იქნება, თუ – მარტო ან ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს სამწუხარო გაუგებრობები, რაც წყენის პროვოცირებას მოაწყობს. სახლის საქმეები ან კარგი წიგნი საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელი ფონი შეგექმნათ და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ.
თხის რქა: თქვენი დაუფიქრებელი საქციელი დღეს შეიძლება წყენებისა და კონფლიქტების წყარო გახდეს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შესაძლოა ზედმეტი ლაპარაკი ან უადგილო იუმორი გახდეს, რომელიც დღეს თქვენში „აქტიურად გაიღვიძებს“. თუ გარშემომყოფებთან კამათი, რომელიც შემდეგ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, თქვენს გეგმებში არ შედის, უნდა დააკვირდეთ სიტყვებს, რას ამბობთ. და რა თქმა უნდა, სხვისი საიდუმლოც უნდა შეინახოთ.
მერწყული: თქვენი ფიქრები დღეს ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის ირგვლივ იტრიალებს და თან იმდენად, რომ ამაზე შეიძლება „ჩაიციკლოთ“ კიდეც. ზედმეტად რომ არ განაწყენდეთ, ეცადეთ, ნეგატიურ მომენტებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. თუნდაც ნამდვილად გაკლდეთ ფული, არ დაივიწყოთ, რომ ფული ბევრი არასდროს არის. რამდენიც არ უნდა გქონდეთ, მაინც არ გეყოფათ. და ღირს კი ამაზე ნერვიულობა?
თევზები: რაც დღეს ნამდვილად არ აგაღელვებთ, ეს სხვისი მოსაზრებებია. იმდენად იქნებით „ჩაკარგული“ საკუთარ გეგმებში, რომ ვინმეს შეწინააღმდეგებას ვერც კი შეამჩნევთ. და ტყუილად: ხანდახან ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან სასარგებლო მინიშნებაც შეიძლება მიიღოთ. ზოგადად, დღეს აჯობებს, თუ არანაირ კამათში არ ჩაებმებით. წყენა ბევრი იქნება, სარგებელი კი – ნული.