https://sputnik-georgia.com/20241110/kobaxidze-gaeros-klimatis-cvlilebebis-konperenciashi-miigebs-monawileobas-290821472.html
კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. 10.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-10T16:51+0400
2024-11-10T16:51+0400
2024-11-10T16:51+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288528384_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8ffc78e33101046ceef2d1606961adcf.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11-13 ნოემბერს გაიმართება. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის, ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288528384_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_abad8f48424ac4a37c0f621508f11aa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11-13 ნოემბერს გაიმართება.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის, ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.