https://sputnik-georgia.com/20241110/danis-tareba-da-narkotikebis-moxmareba-statistika-290821098.html
დანის ტარება და ნარკოტიკების მოხმარება: რამდენი ჯარიმა გამოიწერა საქართველოში
დანის ტარება და ნარკოტიკების მოხმარება: რამდენი ჯარიმა გამოიწერა საქართველოში
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში სამართალდამცველები პერიოდულად ატარებენ ე.წ. პოლიციურ შემოწმებებს. 10.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-10T17:51+0400
2024-11-10T17:51+0400
2024-11-10T17:51+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824823_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_bee08120f9a3d6f2f6b89a563c109cad.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში სამართალდამცველებმა ცივი იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაახლოებით 3.675 ჯარიმა გამოწერეს, რომელთა დიდი ნაწილი დანის ტარებას უკავშირდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ჯარიმების საერთო რაოდენობიდან 1.827 ცივი იარაღის ტარებას ეხება, 1.056 - მარიხუანის მოხმარება-შენახვას, 792 კი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვას.დანის ტარების აკრძალვასაქართველოში ცივი იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.„იარაღის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ითვალისწინებს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას.აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.შსს-ს ცნობით, დანის ტარების ფაქტზე აღნიშნულ პერიოდში გამოიწერა 1.827 ჯარიმა, აქედან 861 თბილისში. იარაღის ტარების გამო დაჯარიმებული პირებიდან მხოლოდ ექვსი იყო ქალი.ცივი იარაღის ტარებისთვის დაჯარიმდა 17445 არარულწლოვანი - ნახევარზე მეტი თბილისში.დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაციასაქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.შსს-ს მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის 21 პირი დაჯარიმდა. მარიხუანას არასათანადო ადგილას ან ბავშვების თვალწინ მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რაომელზეც მოდის შემთხვევების ნახევარი.რაც შეეხება მარიხუანას შენახვის ფაქტებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 1.035 შემთხვევა, ხოლო ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა.ნარკოტიკული მცენარის შენახვისთვის დაჯარიმებული 1.035 პირიდან ცხრა ქალია. საანგარიშო პერიოდში მარიხუანას შენახვაზე ასევე დაჯარიმდა სამი არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ ორი პირი.სხვა ნარკოტიკები არალეგალურიასაქართველოში მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც უკანონო შენახვა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს 15 დღემდე ვადით.რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის განმეორებით მოხმარება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და პირადი მიზნებისთვის მისი მომზადება-შენახვა-გადაზიდვის 792 შემთხვევა - მათი 45% თბილისზე მოდის.აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმებულთა შორის რვა ქალი და 60 წელს ზემოთ სამი პირია.აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმებულთა შორის 14 ქალი და 60 წელს ზემოთ 26 პირია.კრიმინალთან ბრძოლა საქართველოშისაზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში სამართალდამცველები პერიოდულად ატარებენ ე.წ. პოლიციურ შემოწმებებს. შემოწმება გულისხმობს პირთა ზედაპირულ და დოკუმენტების შემოწმებას.გარდა ამისა, პოლიციას აქვს უფლება, მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გაგზავნოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824823_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2432c10d957e355524b8cdc48b8eda13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
დანის ტარება და ნარკოტიკების მოხმარება: რამდენი ჯარიმა გამოიწერა საქართველოში
საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში სამართალდამცველები პერიოდულად ატარებენ ე.წ. პოლიციურ შემოწმებებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში სამართალდამცველებმა ცივი იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაახლოებით 3.675 ჯარიმა გამოწერეს, რომელთა დიდი ნაწილი დანის ტარებას უკავშირდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჯარიმების საერთო რაოდენობიდან 1.827 ცივი იარაღის ტარებას ეხება, 1.056 - მარიხუანის მოხმარება-შენახვას, 792 კი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვას.
საქართველოში ცივი იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
„იარაღის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ითვალისწინებს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
შსს-ს ცნობით, დანის ტარების ფაქტზე აღნიშნულ პერიოდში გამოიწერა 1.827 ჯარიმა, აქედან 861 თბილისში. იარაღის ტარების გამო დაჯარიმებული პირებიდან მხოლოდ ექვსი იყო ქალი.
ცივი იარაღის ტარებისთვის დაჯარიმდა 17445 არარულწლოვანი - ნახევარზე მეტი თბილისში.
დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
შსს-ს მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის 21 პირი დაჯარიმდა. მარიხუანას არასათანადო ადგილას ან ბავშვების თვალწინ მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რაომელზეც მოდის შემთხვევების ნახევარი.
რაც შეეხება მარიხუანას შენახვის ფაქტებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 1.035 შემთხვევა, ხოლო ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა.
ნარკოტიკული მცენარის შენახვისთვის დაჯარიმებული 1.035 პირიდან ცხრა ქალია. საანგარიშო პერიოდში მარიხუანას შენახვაზე ასევე დაჯარიმდა სამი არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ ორი პირი.
სხვა ნარკოტიკები არალეგალურია
საქართველოში მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც უკანონო შენახვა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს 15 დღემდე ვადით.
რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის განმეორებით მოხმარება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და პირადი მიზნებისთვის მისი მომზადება-შენახვა-გადაზიდვის 792 შემთხვევა - მათი 45% თბილისზე მოდის.
აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმებულთა შორის რვა ქალი და 60 წელს ზემოთ სამი პირია.
აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმებულთა შორის 14 ქალი და 60 წელს ზემოთ 26 პირია.
კრიმინალთან ბრძოლა საქართველოში
საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში სამართალდამცველები პერიოდულად ატარებენ ე.წ. პოლიციურ შემოწმებებს. შემოწმება გულისხმობს პირთა ზედაპირულ და დოკუმენტების შემოწმებას.
გარდა ამისა, პოლიციას აქვს უფლება, მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გაგზავნოს.