https://sputnik-georgia.com/20241109/saqartvelo-logistikuri-habis-poziciebs-imyarebs-ministris-moadgile-290813429.html
საქართველო ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს იმყარებს - მინისტრის მოადგილე
საქართველო ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს იმყარებს - მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა არველაძემ 09.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-09T16:38+0400
2024-11-09T16:38+0400
2024-11-09T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/88/247928804_0:0:1049:591_1920x0_80_0_0_de1144cda88cdd03c5b0ed39feaf938f.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე ლოგისტიკის სექტორში, რათა გააძლიეროს ქვეყნის პოზიციები, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას.CAREC-ის მინისტერიალი და მაღალი რანგის შესაბამისი ღონისძიებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 7-8 ნოემბერს გაიმართა. სესიები მიეძღვნა ცენტრალური აზიის რეგიონში ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების ინოვაციურ აღმოფხვრას და ხელოვნური ინტელექტის როლს, ასევე სუა დერეფნის განვითარებას.მისი თქმით, საგულისხმოა, რომ შუა დერეფნის პოპულარულობის ზრდის ფონზე, მატულობს კერძო სექტორის ინტერესი ლოგისტიკური პროექტებისადმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში.მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ კიდევ უფრო გააძლიერა სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტირებისა და, ასევე, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების გზით.მათ შორის, მთავრობამ მიიღო ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია; ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ.გენადი არველაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივებისა და შუა დერეფნის გასწვრივ შეუფერხებელ საზღვრისპირა ტრანსპორტირებაზე და ამ მიზნით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს შავ ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა შავი ზღვისპირა პორტებთან საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე.გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს რუმინეთისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდა დადებითად აისახა ტვირთბრუნვის მაჩვენებელზე, კერძოდ, 2024 წლის 9 თვის მოცემებით, ის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.CAREC-ის მინისტერიალში მონაწილეობდნენ როგორც წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, არამედ ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვ.„შუა დერეფნის" როლიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/88/247928804_117:0:1049:699_1920x0_80_0_0_8ba74f7ab032013341e6e33d3236cbf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
საქართველო ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს იმყარებს - მინისტრის მოადგილე
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა არველაძემ
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე ლოგისტიკის სექტორში, რათა გააძლიეროს ქვეყნის პოზიციები, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას.
CAREC-ის მინისტერიალი და მაღალი რანგის შესაბამისი ღონისძიებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 7-8 ნოემბერს გაიმართა. სესიები მიეძღვნა ცენტრალური აზიის რეგიონში ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების ინოვაციურ აღმოფხვრას და ხელოვნური ინტელექტის როლს, ასევე სუა დერეფნის განვითარებას.
„ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციების მოზიდვას ლოგისტიკურ და ინტერმოდალურ ობიექტებში, რათა გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის პოზიციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საგულისხმოა, რომ შუა დერეფნის პოპულარულობის ზრდის ფონზე, მატულობს კერძო სექტორის ინტერესი ლოგისტიკური პროექტებისადმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.
მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ კიდევ უფრო გააძლიერა სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტირებისა და, ასევე, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების გზით.
მათ შორის, მთავრობამ მიიღო ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია; ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ.
გენადი არველაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივებისა და შუა დერეფნის გასწვრივ შეუფერხებელ საზღვრისპირა ტრანსპორტირებაზე და ამ მიზნით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს შავ ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა შავი ზღვისპირა პორტებთან საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე.
გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს რუმინეთისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდა დადებითად აისახა ტვირთბრუნვის მაჩვენებელზე, კერძოდ, 2024 წლის 9 თვის მოცემებით, ის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.
CAREC-ის მინისტერიალში მონაწილეობდნენ როგორც წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, არამედ ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვ.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.