https://sputnik-georgia.com/20241109/qartveli-xalxi-ar-uwers-mxars-opozicias-amitomac-is-saelcodan-saelcosi-dadis-papuasvili-290807915.html
ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს ოპოზიციას, ამიტომაც ის საელჩოდან საელჩოში დადის - პაპუაშვილი
ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს ოპოზიციას, ამიტომაც ის საელჩოდან საელჩოში დადის - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
ქართველი ხალხი ვერ მისცემდა ლეგიტიმაციას პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფერ ქართულს უარყოფენ, ისტორიას ხაზავენ, ეკლესიას ებრძვიან, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა 09.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-09T12:05+0400
2024-11-09T12:05+0400
2024-11-09T12:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cea59c10fe60920275fd7dc2426f4e07.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ოპოზიციას არა ხალხის, არამედ უცხოელი დიპლომატების მხარდაჭერის იმედი აქვს, და ამიტომაც ის საელჩოდან საელჩოში დადის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტში გასულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და არჩევნების გაყალბებაზე განაცხადა. პარასკევს გაერთიანებების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „კოალიცია ცვლილებისთვის" -ლიდერებმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან განიხილეს.მისი თქმით, ოპოზიციონერებს წინასაარჩევნო კამპანია არც კი ჩაუტარებიათ - არ დადიოდნენ რეგიონებში, არ ხვდებოდნენ ქართველ ხალხს სოფლებში, ქუჩებში თუ უბნებში.„დადიოდნენ ერთი საელჩოდან მეორე საელჩოში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ მათგან ელიან ისინი ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ვერ მისცემდა ლეგიტიმაციას პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფერ ქართულს უარყოფენ, ისტორიას ხაზავენ, ებრძვიან ეკლესიას და რომელთათვის საქართველოს ინტერესები არაფერს ნიშნავს.მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ თბილისის ცენტრში ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა, პროტესტის დიდი ტალღა ვერ ააგორა. ბოლო დღეებში დაანონსებული ყველა აქცია მცირერიცხოვანი იყო. მომდევნო აქცია 9 ნოემბერს არის დაგეგმილი.ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომელთა მიხედვითაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარს ამბობენ პარლამენტში გასული ოთხივე ოპოზიციური პარტია, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.ისინი ამტკიცებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.არჩევნები საქართველოში: ამერიკული კომპანიის აუდიტმა „კარუსელები“ გამორიცხა>>არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5ff170cc997ac6b21b93f62e06e0bc03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს ოპოზიციას, ამიტომაც ის საელჩოდან საელჩოში დადის - პაპუაშვილი
ქართველი ხალხი ვერ მისცემდა ლეგიტიმაციას პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფერ ქართულს უარყოფენ, ისტორიას ხაზავენ, ეკლესიას ებრძვიან, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართულ ოპოზიციას არა ხალხის, არამედ უცხოელი დიპლომატების მხარდაჭერის იმედი აქვს, და ამიტომაც ის საელჩოდან საელჩოში დადის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში გასულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და არჩევნების გაყალბებაზე განაცხადა. პარასკევს გაერთიანებების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „კოალიცია ცვლილებისთვის" -ლიდერებმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან განიხილეს.
„როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან. ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად, ასე იყვნენ სულ, ასე არიან და ამიტომ უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციონერებს წინასაარჩევნო კამპანია არც კი ჩაუტარებიათ - არ დადიოდნენ რეგიონებში, არ ხვდებოდნენ ქართველ ხალხს სოფლებში, ქუჩებში თუ უბნებში.
„დადიოდნენ ერთი საელჩოდან მეორე საელჩოში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ მათგან ელიან ისინი ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ვერ მისცემდა ლეგიტიმაციას პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფერ ქართულს უარყოფენ, ისტორიას ხაზავენ, ებრძვიან ეკლესიას და რომელთათვის საქართველოს ინტერესები არაფერს ნიშნავს.
„დღესვე ქართულ ინტერესებს პირდაპირ სხვა ქვეყნის ინტერესზე ისე გაცვლიან, როგორც არაფერი, როგორც ეს გააკეთეს 2022 წლის მარტში, როდესაც გამოცვივდნენ ქუჩაში და ითხოვდნენ, რომ ქართველები გაგვეგზავნა უკრაინაში საომრად, იმიტომ რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ თბილისის ცენტრში ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა, პროტესტის დიდი ტალღა ვერ ააგორა. ბოლო დღეებში დაანონსებული ყველა აქცია მცირერიცხოვანი იყო. მომდევნო აქცია 9 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომელთა მიხედვითაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარს ამბობენ პარლამენტში გასული ოთხივე ოპოზიციური პარტია, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ისინი ამტკიცებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.