https://sputnik-georgia.com/20241107/saqartvelos-municipalitetebi-saxelmwifo-proeqtebistvis-damatebit-dafinansebas-miireben-290787665.html
საქართველოს მუნიციპალიტეტები სახელმწიფო პროექტებისთვის დამატებით დაფინანსებას მიიღებენ
საქართველოს მუნიციპალიტეტები სახელმწიფო პროექტებისთვის დამატებით დაფინანსებას მიიღებენ
Sputnik საქართველო
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფომ საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებს 555,8 მილიონი ლარი გამოუყო. 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T18:27+0400
2024-11-07T18:27+0400
2024-11-07T18:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად მთავრობამ 14,3 მილიონი ლარი გამოყო.განკარგულების თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ამ თანხას მუნიციპალიტეტებისთვის დროებითი ფინანსური დახმარების სახით გამოყოფს.ქუთაისი მიიღებს 4 მილიონ ლარს, მესტია - 1,5 მილიონ ლარს, ზუგდიდი - 3 მილიონ ლარამდე, გარდაბანი - 4 მილიონ ლარს, წალენჯიხა - 500 ათას ლარს, ჩოხატაური - 300 ათას ლარს, ჭიათურა - 500 ათას ლარს, დედოფლისწყარო - 500 ათას ლარს.ზოგადად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფომ საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებს 555,8 მილიონი ლარი გამოუყო.დროებითი დახმარების გამოყოფა განპირობებულია იმით, რომ ამ დროისთვის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია, რადგან ახლად არჩეულ პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს კანონმდებლობით, წინა მოწვევის პარლამენტს არჩევნების შემდეგ სხდომების გამართვის უფლება არ აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მუნიციპალიტეტები სახელმწიფო პროექტებისთვის დამატებით დაფინანსებას მიიღებენ
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფომ საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებს 555,8 მილიონი ლარი გამოუყო.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად მთავრობამ 14,3 მილიონი ლარი გამოყო.
განკარგულების თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ამ თანხას მუნიციპალიტეტებისთვის დროებითი ფინანსური დახმარების სახით გამოყოფს.
ქუთაისი მიიღებს 4 მილიონ ლარს, მესტია - 1,5 მილიონ ლარს, ზუგდიდი - 3 მილიონ ლარამდე, გარდაბანი - 4 მილიონ ლარს, წალენჯიხა - 500 ათას ლარს, ჩოხატაური - 300 ათას ლარს, ჭიათურა - 500 ათას ლარს, დედოფლისწყარო - 500 ათას ლარს.
ზოგადად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფომ საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებს 555,8 მილიონი ლარი გამოუყო.
დროებითი დახმარების გამოყოფა განპირობებულია იმით, რომ ამ დროისთვის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია, რადგან ახლად არჩეულ პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს კანონმდებლობით, წინა მოწვევის პარლამენტს არჩევნების შემდეგ სხდომების გამართვის უფლება არ აქვს.