https://sputnik-georgia.com/20241105/soplad-saxli-603-devnil-ojaxs-gadaecema-290753614.html
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 603 დევნილ ოჯახს გადაეცემა
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 603 დევნილ ოჯახს გადაეცემა
Sputnik საქართველო
2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს 6 ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის. 05.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-05T15:37+0400
2024-11-05T15:37+0400
2024-11-05T15:37+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24178/37/241783707_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_627acb1b6f2578bb398e049032c4040e.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1.132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24178/37/241783707_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_975396168fef9103f3993d17efa9e07a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 603 დევნილ ოჯახს გადაეცემა
2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს 6 ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1.132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
უწყების ცნობით, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ჯამში, 6 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.
პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.