https://sputnik-georgia.com/20241103/wlis-dasawyisidan-avarias-311-adamiani-emsxverpla-290730262.html
სიკვდილიანობა გზებზე: წლის დასაწყისიდან ავარიებმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
სიკვდილიანობა გზებზე: წლის დასაწყისიდან ავარიებმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. 03.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-03T10:52+0400
2024-11-03T10:52+0400
2024-11-03T10:52+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2e0d35ee572522afe0e4a01cdf59c118.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 311ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ექვსი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4.524 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 311 ადამიანი დაიღუპა, 5.404 კი დაშავდა.ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 70% მოდის.ავარიების სახეობებიავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 1.259 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 66 და დაშავდა 2.073 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 1.176 ავარიის შედეგად დაიღუპა 48 და დაშავდა 1.208 ადამიანი.მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 577 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 594 ადამიანი.ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის - მხოლოდ 8%.ავარიების მიზეზებიავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.უსაფრთხოების წესები და რეფორმებისაგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.2019 წელს შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.პარალელურად, გაფართოვდა ვიდეოთვალთვალის სისტემა. დღეისათვის ქვეყნის გზებზე მოქმედებს 7.884 ვიდეოკამერა, მათგან 2.356 სანომრე ნიშნის ამომცნობია, ასევე 360 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1.434 კილომეტრ გზას.ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად ინერგება შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების არეალი, რომელიც მოიცავს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ადგენს ე.წ. „შავი წერტილების“ რუკას - ადგილების, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3dece66d1796762808253dff5551c307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
სიკვდილიანობა გზებზე: წლის დასაწყისიდან ავარიებმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 311ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ექვსი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4.524 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 311 ადამიანი დაიღუპა, 5.404 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 70% მოდის.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 1.259 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 66 და დაშავდა 2.073 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 1.176 ავარიის შედეგად დაიღუპა 48 და დაშავდა 1.208 ადამიანი.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 577 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 594 ადამიანი.
ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის - მხოლოდ 8%.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.
ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.
უსაფრთხოების წესები და რეფორმები
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
2019 წელს შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.
პარალელურად, გაფართოვდა ვიდეოთვალთვალის სისტემა. დღეისათვის ქვეყნის გზებზე მოქმედებს 7.884 ვიდეოკამერა, მათგან 2.356 სანომრე ნიშნის ამომცნობია, ასევე 360 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1.434 კილომეტრ გზას.
ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად ინერგება შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების არეალი, რომელიც მოიცავს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ადგენს ე.წ. „შავი წერტილების“ რუკას - ადგილების, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.