პრემიერმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2024
გამოწერა
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღესასწაული – ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
მან დიპლომატებს გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის მადლობა გადაუხადა საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო დგას.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის (1658—1725) დაბადების დღეს.
სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში, ის სამეფო კარზე გაიზარდა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სახელი საბა ბერად აღკვეცის დროს დაერქვა. იყო ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღმზრდელი.
ყველა ახალი ამბავი
0