https://sputnik-georgia.com/20241102/svanetsi-kacma-bizasvili-mokla-dakavebulia-erti-piri-290715739.html
სვანეთში კაცმა ბიძაშვილი მოკლა: დაკავებულია ერთი პირი
სვანეთში კაცმა ბიძაშვილი მოკლა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 02.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-02T15:44+0400
2024-11-02T15:44+0400
2024-11-02T15:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249059117_0:212:3068:1937_1920x0_80_0_0_8004e1d44840b99800ee8e91b9b817d6.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბიძაშვილი, 61 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძაშვილებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249059117_167:0:2898:2048_1920x0_80_0_0_16a0578b1df7c4d13eb548d12d7a6cc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
სვანეთში კაცმა ბიძაშვილი მოკლა: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბიძაშვილი, 61 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძაშვილებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.