ლავროვი: ზელენსკი სრულიად არაადეკვატურია

© photo: Sputnik / Grigori Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
თბილისი — 1 ნოემბერი, Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გამონათქვამები მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც მინსკში ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება.
„მე ვერ შევძვრები სხვის ტვინში. ზელენსკი რასაც ამბობს, იმით ყოველ ჯერზე ადასტურებს მის სრულ არაადეკვატურობას — როგორც პოლიტიკოსის, რადაც მას თავი მოაქვს, ისე ჩვეულებრივი ადამიანისა. ეს სამწუხაროა“, — თქვა რუსმა მინისტრმა.
ამგვარი კომენტარი მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა, როდესაც ჰკითხეს, რა აზრისაა ზელენსკიზე, რომელმაც ნატოს გენმდივანს უკრაინაში ჯარების გადასროლისკენ მოუწოდა.
მანამდე, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ ბრიფინგზე მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, მოამზადონ ბრიგადები, რომლებიც შეძლებენ შეცვალონ დაღლილი უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე.
მინსკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ევრაზიის უსაფრთხოების შესახებ მინსკში 31 ოქტომბერს გაიხსნა და 1 ნოემბერს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0