რიჟენკოვი: მინსკის კონფერენციის იდეები ევრაზიულ ქარტიაში შევა

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
თბილისი — 1 ნოემბერი, Sputnik. ევრაზიის უსაფრთხოების შესახებ მინსკის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოთქმული იდეები შეიძლება შევიდეს მრავალფეროვნებისა და მრავალპოლარობის ევრაზიულ ქარტიაში, რომელიც ახლა მუშავდება, განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა.
„ბევრ რამეს, რაზეც აქ ვისაუბრებთ, ჩვენ ჯერ ჩვენს რუს კოლეგებთან გამოვიყენებთ, შემდეგ კი უფრო გაფართოებულ ფორმატში —21-ე საუკუნეში მრავალფეროვნებისა და მრავალპოლარობის ქარტიასთან დაკავშირებით, რომელზედაც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. დღეს მხოლოდ კონტურები, ძირითადი მიმართულებებია მოხაზული, თუ როგორი უნდა იყოს ეს ქარტია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევავსოთ ის იდეებით, მათ შორის, სხვა ქვეყნების მიერ შემოთავაზებული იდეებით“, — განუცხადა ბელორუსმა მინისტრმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს იქნება უფრო სისტემური დოკუმენტი, რომელსაც მისი ავტორები გარკვეული დროის შემდეგ წარუდგენენ საზოგადოებას.
მინსკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ევრაზიის უსაფრთხოების შესახებ მინსკში 31 ოქტომბერს გაიხსნა და 1 ნოემბერს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0