https://sputnik-georgia.com/20241031/biuletenebis-cayra-arcevnebze-marneulsi-ori-piri-daakaves-290683789.html
ბიულეტენების ჩაყრა საპარლამენტო არჩევნებზე - მარნეულში ორი პირი დააკავეს
ბიულეტენების ჩაყრა საპარლამენტო არჩევნებზე - მარნეულში ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
№69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. 31.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-31T11:02+0400
2024-10-31T11:02+0400
2024-10-31T11:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
მარნეული
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23343/40/233434064_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_58d5ae68b2126b2d0dbe2c3e09b4de1a.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ორი პირი დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის დროს ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23343/40/233434064_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_34908fe1bb94660395a82d78b3463a3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მარნეული
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მარნეული
ბიულეტენების ჩაყრა საპარლამენტო არჩევნებზე - მარნეულში ორი პირი დააკავეს
№69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ორი პირი დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის დროს ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.
აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.