https://sputnik-georgia.com/20241031/awarasi-arastandartuli-mandarinis-realizaciaze-subsidiis-odenoba-gaizarda-290682173.html
აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციაზე სუბსიდიის ოდენობა გაიზარდა
აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციაზე სუბსიდიის ოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა. 31.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-31T10:39+0400
2024-10-31T10:39+0400
2024-10-31T10:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1e/290676814_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_3da7e34aceb816b61c5325e8831104a3.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზებაში 2024 წელსაც დაეხმარება და ციტრუსის სამეწარმეო გადამუშავებაზე სუბსიდიის ოდენობას ერთ კილოგრამზე 10 თეთრით გაზრდის, იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.ციტრუსის რთველი საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხ თვეს გრძელდება. ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა. ამჟამად ადრეული ჯიშის მანდარინის კრეფა მიმდინარეობს.სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა 10 თეთრით, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 30 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი იქნება.ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ჩაქვში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.საქართველოში ძირითადად მოჰყავთ „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინი, რომელიც იაპონური ჯიშის „საცუმას“ ჯგუფში შედის. მას გამოარჩევს კარგი გემოვნური თვისებები და ის ადვილად იფცქვნება. მაგრამ ერთი ნაკლიც აქვს - ამ ჯიშის მანდარინს შენახვის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ციტრუსებს პარაფინით ამუშავებენ და უტარებენ დეზინფექციას. შეფუთვამდე მანდარინს ხელით არჩევენ. პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ არ გამოდგება, გზავნიან გადასამუშავებლად, რომლისგანაც მანდარინის კონცენტრატი მზადდება და შემდეგ ფორთოხლის წვენში ემატება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1e/290676814_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_6e8d0bd7631ee5ebc6c1178c2597509f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციაზე სუბსიდიის ოდენობა გაიზარდა
ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზებაში 2024 წელსაც დაეხმარება და ციტრუსის სამეწარმეო გადამუშავებაზე სუბსიდიის ოდენობას ერთ კილოგრამზე 10 თეთრით გაზრდის, იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.
ციტრუსის რთველი საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხ თვეს გრძელდება. ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა. ამჟამად ადრეული ჯიშის მანდარინის კრეფა მიმდინარეობს.
სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა 10 თეთრით, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 30 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი იქნება.
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ჩაქვში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
საქართველოში ძირითადად მოჰყავთ „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინი, რომელიც იაპონური ჯიშის „საცუმას“ ჯგუფში შედის. მას გამოარჩევს კარგი გემოვნური თვისებები და ის ადვილად იფცქვნება. მაგრამ ერთი ნაკლიც აქვს - ამ ჯიშის მანდარინს შენახვის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.
შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ციტრუსებს პარაფინით ამუშავებენ და უტარებენ დეზინფექციას. შეფუთვამდე მანდარინს ხელით არჩევენ. პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ არ გამოდგება, გზავნიან გადასამუშავებლად, რომლისგანაც მანდარინის კონცენტრატი მზადდება და შემდეგ ფორთოხლის წვენში ემატება.