https://sputnik-georgia.com/20241030/bochorishvili-evrokomisiis-angarishs-exmaureba-290680695.html
საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია: ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე
საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია: ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა 30.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-30T21:08+0400
2024-10-30T21:08+0400
2024-10-30T21:08+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
ევროკომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_e921faa54ad173925f3ca8801161b03a.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე.30 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გზაზე გაწეული სამუშაო.მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან.ანგარიშში საუბარია პროგრესზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, წარმოება და სამრეწველო პოლიტიკა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პოლიტიკა.საქართველომ ასევე პოზიტიური შეფასება მიიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება.გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ანტირუსული სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთის მიმართულებით ჩატარებული მუშაობა.„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში, საქართველოს უკუსვლა არ აქვს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, პირიქით, იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავებაც უწევდა საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული, ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია.ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც 35 სფეროს მოიცავს, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მათგანი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. „ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში", - აღნიშნა დეპუტატმა.ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული ჰქონდეს.„ამით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი, რათა 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:4:2048:1540_1920x0_80_0_0_96c3659f9818aa4644472f17ce459874.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, ევროკომისია
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, ევროკომისია
საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია: ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე
ოთხშაბათს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე.
30 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გზაზე გაწეული სამუშაო.
„ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან.
ანგარიშში საუბარია პროგრესზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, წარმოება და სამრეწველო პოლიტიკა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პოლიტიკა.
საქართველომ ასევე პოზიტიური შეფასება მიიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება.
გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ანტირუსული სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთის მიმართულებით ჩატარებული მუშაობა.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში, საქართველოს უკუსვლა არ აქვს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, პირიქით, იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავებაც უწევდა საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული, ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია.
ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც 35 სფეროს მოიცავს, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მათგანი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
„ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში", - აღნიშნა დეპუტატმა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული ჰქონდეს.
„ამით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი, რათა 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.