დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა

© Ministry of Economy of GeorgiaКрупнейшая ГЭС "Хоби 2" запущена на западе Грузии
Крупнейшая ГЭС Хоби 2 запущена на западе Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 300 ადამიანი იყო დასაქმებული.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური „ხობი-2“, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, ექსპლუატაციაში შევიდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა შეიძლება ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან იმ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
კობახიძის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 202 მლნ კვტ/სთ. ინვესტიციის მოცულობა 63 მლნ დოლარია, მშენებლობაზე 300 ადამიანი იყო დასაქმებული.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა მთავრობის ამბიციურ გეგმებზე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. მისი თქმით, ოთხ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა, ხოლო გეგმის მიხედვით, მომდევნო ოთხ წელიწადში კიდევ 40 მლრდ ლარით გაიზრდება.
როგორც პრემიერმა განმარტა, ეკონომიკურ ზრდას უნდა ახლდეს ენერგორესურსების გაძლიერება და ამ მხრივ, მსგავსი ენერგეტიკული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.
„გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ შეადგინა 3359 მეგავატი, ბოლო 12 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე 4600 მეგავატამდე გაიზარდა ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ გადააჭარბოს 800 ათას მეგავატს, ხოლო 2030 წლისთვის კი 10 ათასს.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოიხმარეს 13,7მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 7,4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0