სიიარტო: ევროკავშირში ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2024
გამოწერა
ლიბერალური მეინსტრიმის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არჩევნებში ლიბერალური პარტია იმარჯვებს, აღნიშნა სიიარტომ
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
28 ოქტომბერს მანამდე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთისა და ფინეთის მინისტრებმა განაცხადეს, რომ არჩევნების დროს გამოვლენილი სავარაუდო დარღვევების გამო შეშფოთებული არიან საქართველოში არსებული ვითარებით. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გმობენ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხელყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში.
„ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა. ისინი ამ დრომდე ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ", - დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 13-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიბერალური მეინსტრიმის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არჩევნებში ლიბერალური პარტია იმარჯვებს.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთის მთავრობა 14 წლის განმავლობაში აწყდება მსგავს თავდასხმებს, რომლებიც მოჰყვება ასეთ ბრალდებებს, თუმცა ამოცანა „იმაში არ მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მოლოდინები გამართლდეს, არამედ იმაში, რომ ხალხის ნება შესრულდეს".
„იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს მთავრობაზეც, რომელთანაც ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!", - განაცხადა სიიარტომ.
ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების განცხადებით, თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მათ ევროინტეგრაციის შეჩერების მიზეზად ქვეყანაში საპროტესტო ტალღისა და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დაასახელეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ცილს სწამებს და შეურაცხყოფას აყენებს ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცესკოს ბოლო მონაცემები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
ყველა ახალი ამბავი
0