https://sputnik-georgia.com/20241028/saqartvelos-viqtor-orbani-ewveva-290624201.html
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვევა
Sputnik საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. 28.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-28T10:54+0400
2024-10-28T10:54+0400
2024-10-28T11:38+0400
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:3145:1770_1920x0_80_0_0_9a52b96f709815f8c3435636aa35a62d.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.არჩევნების ბოლო შედეგები:პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.
საქართველო
უნგრეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7a91036cfe79bd4097d6f22167dc2293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვევა
10:54 28.10.2024 (განახლებულია: 11:38 28.10.2024) უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.