აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ქართული ოცნება” ლიდერობს

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები-2024
არჩევნები-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2024
გამოწერა
საარჩევნო პროცესმა აჭარაში ძირითადად მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა, განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, განაცხადა უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ ბრიფინგზე.
საქართველოში დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.
უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.
„ქართული ოცნება” 934.94 ხმა (56,66%)
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”- 23.591 ხმა (14,03%)
„კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 14.320 ხმა (8,68%)
„გახარია საქართველოსთვის” – 14.724 ხმა (8,92%)
„ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”- 10.329 ხმა (6,26%).
251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბანი.
„ეს არის ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები და 66 ტრადიციული უბნის მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება უსკო-ს ვებგვერდზე”, -აღნიშნა ჯალაღონიამ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 95% ხმას ელექტრონული საშუალებით აძლევდა.
უსკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო პროცესმა ძირითადად მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
რაც შეეხება საჩივრებს, 21:00 საათის მდგომარეობით, სულ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 78 საჩივარი, ქედაში – 1, ქობულეთში – 7, შუახევში – 3, ხელვაჩაურში – 6, ხულოში – 6, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ სამართლებრივი მსვლელობა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს და თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი მოდერნიზებული არჩევნები, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იქნა ჩატარებული და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩეველმა სიახლე მარტივად მიიღო”, – განაცხადა უსკო-ს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამ დროისთვის ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ - 53,031%. პარლამენტში ასევე ხვდებიან:
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,185%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,852%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,011%
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,224%.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ყველა ახალი ამბავი
0