https://sputnik-georgia.com/20241025/saqartvelo-da-hong-kongi-sahaeri-mimosvlis-sferosi-tanamsromlobas-afartoeben-290529999.html
საქართველო და ჰონგ-კონგი საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ
საქართველო და ჰონგ-კონგი საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ
Sputnik საქართველო
მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგ-კონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში... 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T12:40+0400
2024-10-25T12:40+0400
2024-10-25T12:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ჩინეთი
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24234/22/242342216_0:535:2048:1687_1920x0_80_0_0_2882ab2d505633073f1d7618095d13d2.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ და ჰონგ-კონგმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინეს, ასევე ხელი მოაწერეს ხელი მემორანდუმს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის, განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეხვედრა მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში შედგა. მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს.მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგ-კონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.დავითაშვილის თქმით, ჰონგ-კონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსის წყალობით ჰონგ-კონგი დამოუკიდებელ საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკას აწარმოებს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24234/22/242342216_0:343:2048:1879_1920x0_80_0_0_7765567b6c84fdd24f9532e0050c70ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ჩინეთი, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ჩინეთი, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველო და ჰონგ-კონგი საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ
მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგ-კონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ და ჰონგ-კონგმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინეს, ასევე ხელი მოაწერეს ხელი მემორანდუმს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის, განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.
საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეხვედრა მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში შედგა. მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს.
„საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიაკომპანიების მხრიდან ახალი მიმართულების მიმართ დაინტერესება გაიზრდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგ-კონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.
დავითაშვილის თქმით, ჰონგ-კონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.
სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსის წყალობით ჰონგ-კონგი დამოუკიდებელ საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკას აწარმოებს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).