https://sputnik-georgia.com/20241024/saqartvelosi-turistebis-raodenoba-11-milionamde-unda-gaizardos-premieri-290525549.html
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს - პრემიერი
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს - პრემიერი
Sputnik საქართველო
მთავრობის გეგმის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2028 წლისთვის 6,4 მლრდ დოლარს მიაღწევს. 24.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-24T21:48+0400
2024-10-24T21:48+0400
2024-10-24T21:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284815860_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_d6f28cd1843eb93b710e3d3761418ea9.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა - უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაზარდოს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი - 6,4 მილიარდ დოლარამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ მიიღო დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, მათგან ოთხი მილიონი ტურისტი იყო.რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, პრემიერის თქმით, ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 6,4 მლრდ დოლარს მიაღწევს.2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284815860_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_985dd5e847ac705fe8206ebfb3a07d77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს - პრემიერი
მთავრობის გეგმის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2028 წლისთვის 6,4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა - უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაზარდოს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი - 6,4 მილიარდ დოლარამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ მიიღო დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, მათგან ოთხი მილიონი ტურისტი იყო.
„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი გასული წლების განმავლობაში და აქაც ამოცანა არის ამბიციური - 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, პრემიერის თქმით, ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 6,4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.