დააკავეს უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2024
გამოწერა
დაკავებული პირები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის და განას, ჯამში შვიდი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყებიც ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0