არ მაქვს საფუძველი მათ განცხადებებს არ დავუჯერო: ლავროვი „ქართულ ოცნებაზე“

© photo: Sputnik / Grigori Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევის მიზნით მათზე ხორციელდება დიდი ზეწოლა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ აქვს საფუძველი არ დაუჯეროს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დასავლეთი თბილისს რუსეთთან ომისკენ აქეზებდა.
21 ოქტომბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დასავლელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზა რუსეთთან ომის დაწყება, რომელიც სამი-ოთხი დღე გაგრძელდებოდა.
„არ მაქვს საფუძველი მათ [“ქართულ ოცნებას”] არ დავუჯერო. დიალოგები მოჰყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის. საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო”, - განაცხადა ლავროვმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევის, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მიზნით მათზე ხორციელდება დიდი ზეწოლა. დასავლეთში მსგავს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებენ.
საქართველოს ომში ჩათრევა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებშია. ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლება მოიაზრებს უცხოეთში არსებულ გარკვეულ ძალებს, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, დასავლეთში კი ამ განცხადებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ყველა ახალი ამბავი
0