საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7,6%-მდე გაზარდა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,7%-დან 7,6%-მდე გაზარდა, ხოლო მომავალი წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 6%-იან დონეზე მიუთითა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
„2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის. ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში - 2024-2029 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება და საშუალოდ შეადგენს 5,6%-ს (ყველაზე მაღალი ზრდა ევროპის ქვეყნებს შორის )", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5-ჯერ აღემატება ევროკავშირის სხვა წევრი კანდიდატების საშუალო მაჩვენებელს, 2024-2029 წლებში კი საშუალოდ 1,6-ჯერ გადააჭარბებს.
ყველა ახალი ამბავი
0