როგორ იმუშავებს საქართველოს შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები 25 ოქტომბერს

© photo: Sputnik / Stringerშემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო-გამშვები პუნქტები მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით არ იმუშავებენ, თუმცა, გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო-გამშვები პუნქტები მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განსაზღვროს სამსახურები და თანამშრომლები, რომლებზეც არ გავრცელდება დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეები.
ყველა ახალი ამბავი
0