პუტინი: რუსეთი დოლარს არ ებრძვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი უარს კი არ ამბობს დოლარზე, ან ებრძვის მას, არამედ ეძებს ალტერნატივებს შემდგომი მუშაობისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყაზანში BRICS-ის სამიტის გაფართოებულ შეხვედრაზე.
„დოლარი იარაღად გამოიყენება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასეა. ვფიქრობ, რომ ეს არის მათი დიდი შეცდომა, ვინც ამას აკეთებს. დოლარი მაინც არის მსოფლიო ფინანსების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი... მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. ჩვენ არ ვამბობთ უარს დოლარზე, არ ვებრძვით მას. მაგრამ, თუ მუშაობას არ გავცლიან, როგორ მოვიქცეთ? იძულებულნი ვართ, ვეძიოთ სხვა ალტერნატივები“, – თქვა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაცია უნდა გაძლიერდეს და განხორციელდეს BRICS-ის სავალუტო კალათისა დოლარისგან დამოუკიდებელი ანგარიშსწორების ახალი მექანიზმის შექმნით.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.
ყველა ახალი ამბავი
0