https://sputnik-georgia.com/20241023/kaladzesistemuri-registraciis-proeqtit-miwa-5464-ojaxs-dauregistrirdeba-290494387.html
კალაძე: სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5.464 ოჯახს დაურეგისტრირდება
კალაძე: სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5.464 ოჯახს დაურეგისტრირდება
Sputnik საქართველო
საქართველოში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება 23.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-23T15:49+0400
2024-10-23T15:49+0400
2024-10-23T15:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_678030c7ae7edcd7b81fcc2f79511cef.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი 12 გეოგრაფიულ არეალში ხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.„ბევრი ადამიანი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა საკუთარი მიწის რეგისტრაციას და აღნიშნული საკითხი მათთვის პრობლემას წარმოადგენდა. 15 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, -განაცხადა კახა კალაძემ.კალაძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.მისი თქმით, დედაქალაქის მერია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს.2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, მილიონ ჰექტარზე საკუთრების საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს.მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე ხელი შეუწყოს არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_b4ea326cdfa64905dc8eca46064d204f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5.464 ოჯახს დაურეგისტრირდება
საქართველოში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი 12 გეოგრაფიულ არეალში ხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
„ბევრი ადამიანი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა საკუთარი მიწის რეგისტრაციას და აღნიშნული საკითხი მათთვის პრობლემას წარმოადგენდა. 15 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, -განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.
„პროექტის ფარგლებში შერჩეული არეალები შეადგენს დაახლოებით, 4.264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5.464 ოჯახს დაუკმაყოფილდება განაცხადი. ნაკვეთები მოქცეულია სოფელი დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის სისტემურ არეალში,"- განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, მილიონ ჰექტარზე საკუთრების საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე ხელი შეუწყოს არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.