ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: GeoWrestling / FBგიორგი ჩხიკვაძე
გიორგი ჩხიკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
23 ოქტომბრის საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი იასპარეზებს
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩხიკვაძემ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი ხაჩატრიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), რომელიც ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ). აბულაძემ ინდოელი მოჭიდავე (9:1) დაამარცხა, ჩხაიძემ კი აზერბაიჯანელ ალიევს ანალოგიური ანგარიშით მოუგო.
დღეს, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0