https://sputnik-georgia.com/20241023/erovnulma-bankma-auqcionze-dolari-gayida-290506922.html
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი გაყიდა
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა წელს სავალუტო აუქციონებზე 342,1 მლნ დოლარი გაყიდა. 23.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-23T22:00+0400
2024-10-23T22:00+0400
2024-10-23T22:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7139 GEL/$1 შეადგინა.რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, რომელიც სრული მოცულობით გაიყიდა. წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 342,1 მლნ დოლარი გაყიდა.რეგულატორის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დიდი ტრანზაქციებით გამოწვეული ეფექტი გრძელდება, რაც ლარის კურსზე აისახება.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მცურავი რეჟიმის პირობებში ვალუტის კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება.ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ ასოცირდება მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან, შესაბამისად, ასეთი რყევები მოკლევადიანი ხასიათისაა.როგორც სებ-ში აღნიშნეს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4,2%-ით შემცირდა. ამასთან საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა წელს სავალუტო აუქციონებზე 342,1 მლნ დოლარი გაყიდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7139 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, რომელიც სრული მოცულობით გაიყიდა. წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 342,1 მლნ დოლარი გაყიდა.
რეგულატორის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დიდი ტრანზაქციებით გამოწვეული ეფექტი გრძელდება, რაც ლარის კურსზე აისახება.
„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას", -
ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მცურავი რეჟიმის პირობებში ვალუტის კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება.
ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ ასოცირდება მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან, შესაბამისად, ასეთი რყევები მოკლევადიანი ხასიათისაა.
როგორც სებ-ში აღნიშნეს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია.
წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4,2%-ით შემცირდა. ამასთან საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.